როგორ ვაქციოთ უნარები შესაძლებლობად


ამერიკელი მწერალი და ფსიქოლოგი, დეილ კარნეგი , გვიზიარებს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ სანაცნობო წრე და ამასთან ერთად, ვიქცეთ დასამახსოვრებელ პიროვნებებად. მე წარმოგიდგენთ მათგან უმთავრესს:

გულწრფელად გამოხატეთ მადლიერება - ზოგიერთ ადამიანს უჭირს მადლიერების გამოხატვა. მან შეიძლება იფიქროს, რომ ეს საკუთარ სისუსტეზე მეტველებს, „თუ ვეტყვი, რომ კარგად იმუშავეს, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ მათზე დაბლა ვდგავარ.“ ან, მეორე შემთხვევაში, ჩათვალოს, რომ აზრი არ აქვს, რადგან „ეს ისედაც მათი გასაკეთებელი იყო.“ წარმატებული კომპანიების მენეჯრები ყოველთვის გამოხატავენ მადლიერებას საკუთარი თანამშრომლებისადმი.

დაამოტივირეთ სხვა ადამიანები - უკმაყოფილო ხელმძღვანელი არ ეუბნება თავის თანამშრომლებს, რომ მათ ამა თუ იმ საქმეს კარგად ვერ გაართვეს თავი, არამედ ამბობს, რომ მისი შესრულება უფრო მარტივად/უკეთესადაც შეიძლებოდა. აუცილებელია ადამიანების გულწრფელი შექება, რომლის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: 1. თვალებით კონტაქტი.  2. სახელით მიმართვა.  3. დადებითი თვისების ახსნა.  4. ფაქტების გამოყენება, მაგ: ასე იმიტომ ვამბობ, რომ...“

დაინტერესდით ადამიანებით - გამოხატეთ გულითადი ინტერესი სხვა ადამიანის მიმართ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ნადვილად გაინტერესებთ მათი მდგომარეობა, მოსაზრებები, რჩევები. ამგვარი მიდგომით, „ორი თვის განმავლობაში შეიძლება უფრო მეტი მეგობარი შეიძინოთ, ვიდრე ორი წლის განმავლობაში.“

ხშირად გაიღიმეთ - დაანახეთ გარშემომყოფებს, რომ მათი დანახვა გახარებთ. ასევე, ღიმილიანი სახით უპასუხეთ ტელეფონს, ეს აუცილებლად შეიმჩნევა თქვენს საუბარში.

ნუ დაივიწყებთ, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ქმედება უნდა იყოს გულწრფელი. ამგვარი მიდგომა თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ, შეიძინოთ უფრო მეტი მეგობარი/ნაცნობი და შესაბამისად, გაზარდოთ კავშირები, რაც სამომავლოდ, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კარიერული წინსვლის გზაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?