როგორ გავატაროთ დასვენების დღეები


წარმატებული კარიერა ბევრ სირთულეს მოიცავს, მათ შორისაა გადატვირთული გრაფიკი, თუმცა სწორედ დატვირთული სამუშაო რეჟიმი ქმნის ჩვენი დასვენების დღეებს უფრო სასიამოვნოს, ეს პერიოდი კი კარგ დაგეგმვას მოითხოვს, რაც ძალიან რთულია. ამ დროს ყველაფერთან ერთად დასვენებაც უნდა მოვასწროთ იმისთვის, რომ მომდევნო ორშაბათი დღე პროდუქტიულად დავიწყოთ და ჩვენი ფიზიკური თუ მორალური დასვენება კვირის ბოლომდე მივიყვანოთ.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას იმისთვის, რომ დასვენების დღეები მაქსიმალურად კარგად დაგეგმოთ და სასიამოვნოდ გაატაროთ:


1.დასვენების დღეების საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან გატარება საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ყოველი დღე მათ დაუთმოთ.   


2.თუ გართობის მოყვარული ხართ, ეცადეთ რომ ძალიან არ გადაიღალოთ, რათა მომდევნო დღის ხალისიანად დაწყება შეძლოთ. საინტერესო ფილმის ყურება, სპა პროცედურები, ბოულინგი და ა.შ. აქტივობები ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ განიტვირთოთ და ამასთანავე დაისვენოთ.


3.წარმატებული ადამიანები მუდამ ახალ გეგმებს ადგენენ. დასვენების დღეები კი ამისთვის საუკეთესო დროა. მოინიშნეთ კალენდარზე თქვენი მიზნების განხორციელების თარიღები და ასევე საქმეები, რომლებიც მომავალ კვირას უნდა მოასწროთ.


4.ფიზიკური სიჯანსაღისთვის თავისუფალ დროს ვარჯიშს არაფერი სჯობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თქვენი სამსახური ფიზიკურად დატვირთვას არ მოითხოვს. დასვენების დღე შეგიძლიათ სეირნობას, მაგიდის ჩოგბურთს ან სავარჯიშოდ სპორტდარბაზში სიარულს დაუთმოთ. ვარჯიშით უარყოფითი ემოციებისგან აუცილებლად დაიცლებით და მომდევნო სამუშაო დღესაც პოზიტიური განწყობით შეხვდებით. 
 

5.ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რაც გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება. სწორედ ამიტომ, დასვენების დღეებში შეგიძლიათ კვირის დანაკლისი აინაზღაუროთ და ჯანსაღი საკვები მიიღოთ. იცოდეთ, რომ კვებას თქვენს პროდუქტიულობასა და ხასიათზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
 

6.კითხვა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი დრო ამისთვის და რაც შეიძლება მეტი იკითხეთ.
 

7.შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ზარები ახლობლებთან და ელექტრონულ ფოსტის საფუძვლიანად შემოწმება შეგიძლიათ დასვენების დღეებისთვის შემოინახოთ, რადგან ეს დრო მსგავსი საქმეებისთვის ძალიან კარგია.
 

8.ყველაფერთან ერთად წარმატებული ადამიანები კვირას საღამოს მაქსიმალურად ასვენებენ სხეულს და გონებას. ამისთვის კარგი ძილი და ჯანსაღი საკვები საუკეთესო საშუალებაა.


9.არაფერი მოგიხსნით სტრესს ცხოვრებაში ისე, როგორც ნაკლებად იღბლიანი ადამიანების დახმარება. სწორედ ამიტომ, დასვენების დღეს თუ ამ საქმეს დაუთმობთ, თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ის ადამიანებიც, ვისაც ეხმარებით.


10.წარმატებული ადამიანები კულტურისა და ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესის გამო ხშირად ეცნობიან კულტურულ სიახლეებს, სტუმრობენ ხელოვნების მუზეუმებს, თეატრებს, ათვალიერებენ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. თავისუფალი დროის სიმცირის გამო, კვირა საღამო ამ აქტივობებისთვის საუკეთესო დროა.


ასე რომ კარგად დაგეგმეთ დასვენების დღეები და ამაღლებული განწყობით დაასრულეთ კვირა. იმაზე ფიქრი, რომ მომდევნო დღეს ორშაბათია და წინ მთელი სამუშაო კვირა გელოდებათ, ორშაბათის მოსვლას არ დააყოვნებს. ასე რომ, გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან, განიტვირთეთ, დაისვენეთ და პოზიტიური განწყობით შეეგებეთ ორშაბათს


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?