წარმატებული ქალის წესები 


წარმატება სუბიექტური ცნებაა, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც ყველა წარმატებული მდედრობითი სქესის წარმომადგენელი თანხმდება. გადახედეთ ამ წესებს და დაფიქრდით, რამდენად გაქვთ ეს ყველაფერი გათავისებული?


მე ბედნიერი ვარ

პოზიტიური ადამიანი მთელ სამყაროს დადებითად განაწყობს საკუთარი თავისადმი. გახსოვდეს, ადამიანი იღიმის არა მარტო იმიტომ, რომ ბედნიერია, არამედ ბედნიერია იმიტომ, რომ იღიმის, რაც მეცნიერულად დამტკიცებულია.

 

მე არ ვარ იდეალური

შენ ყოველთვის გაქვს სტიმული და შინაგანი ძალა, იმუშავო საკუთარ თავზე.

 

მე არ ვადარებ ჩემს თავს სხვას

ყველა ინდივიდუალური და უნიკალურია, შედარება კი მხოლოდ გუშინდელ საკუთარ თავთან შეიძლება.

 

მე არ ვსაუბრობ ჩემს ნაკლზე

არ არის საჭირო თავის მართლება სხვების წინაშე.

 

მე არაფერს ვნანობ

ფიქრი იმაზე, რისი შეცვლაც აღარ შეიძლება მხოლოდ დაგთრგუნავს. გამოიტანე გაკვეთილი და დაიწყე ახალი ცხოვრება.

 

მე მოწესრიგებული ვარ

შენი აზრები, გარეგნობა, სამუშაო მაგიდა... თვითდისციპლინის უნარის გამომუშავება აუცილებელი პირობაა წარმატებისთვის.

 

მე ვუშვებ შეცდომებს და ვარღვევ წესებს

მხოლოდ გამონაკლისის სახით...

 

როგორია თქვენი წესები?

| გააზიარე
მოგწონთ?