10 წიგნი რჩევებით პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე


არსებობს ისეთი წიგნები, რომლებიც გვიცვლიან მთლიანად აზროვნებასა და ხედვას, ღრმად ილექებიან ჩვენს ქვეცნობიერში და გვაძლევენ ძალასა და ენერგიას მოქმედებისთვის.   

 

გთავაზობთ 10 წიგნს, რომლებშიც ამოიკითხავთ რჩევებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე და დაიწყებთ სამყაროს ახლებურად ხედვას:

 

1.ნაპოლეონ ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“

ეს წიგნი დაგეხმარებათ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, გასწავლით, როგორ მართოთ ეფექტურად თქვენი საქმიანობა და სწრაფად იაროთ წარმატების კიბეზე. წიგნი იქმნებოდა 20 წლის განმავლობაში და ეყრდნობა 500 ყველაზე მდიდარი ამერიკელის გამოცდილებას.

 

2.რობერტ კიოსაკის „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“

ეს წიგნი ააგორებს მითს, რომ გამდიდრებისათვის გესაჭიროებათ მაღალი შემოსავალი; ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ თქვენი სახლი აქტივია; მშობლებს აჩვენებს რატომ ვერ დაეყრდნობიან სკოლის სისტემას ბავშვებისათვის ფულის შესახებ საკითხების შესწავლისას; დაახასიათებს ცნებებს „აქტივი“ და „პასივი“; გვიამბობს რას ასწავლიან მდიდრები თავის შვილებს ფულის შესახებ და რას არ ასწავლიან ღარიბები და საშუალო ფენა.

წიგნი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ ათვლის წერტილია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურვილი აქვს აკონტროლოს თავისი ფინანსური მომავალი.

 

3.ჯოზეფ მერფის „თქვენი ქვეცნობიერის ძალა’’

ეს წიგნი წარმოადგენს ჯოზეფ მერფის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს, რომელშიც აღწერილია ქვეცნობიერის სასწაულმოქმედ ძალაზე. მერფი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვმართოთ საკუთარი გონება და ცნობიერება ქვეცნობიერის მაგიური ძალის მეშვეობით. ამ ბესტსელერში მერფის მიერ შემოთავაზებული „ლოცვები“ ფლობენ ჭეშმარიტად მაგიურ ძალას და მათ ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ მრავალი ადამიანის ცხოვრებაში.

 

4. ჯეიმს ალენის „როგორ აზროვნებს ადამიანი“

ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი "როგორ აზროვნებს ადამიანი" გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში, წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარებიან.

 

5.ერიკ ბერნის  „თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ“

1964 წელს გამოიცა "თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ" – ერიკ ბერნის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ "თამაშები" პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის დაიწერა, ის ბესტსელერი გახდა, ხოლო ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო. დღემდე 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი იცით საკუთარი თავისა და იმ ნაცნობ-უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევთ? იქნებ გაიგოთ, ვინ რა თამაშს თამაშობს.

 

6.კარენ ბლუმენტალის “სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე” 
წიგნი Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ცხოვრებას ეძღვნება და აღწერს პერიოდს მისი დაბადებიდან იმ წლების ჩათვლით, როდესაც სტივ ჯობსს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ წიგნში გაიცნობთ სტივ ჯობსის ჯიუტ და „სხვაგვარად მოაზროვნე“ პიროვნებას, რომელიც დაუპირისპირდა სტერეოტიპებს, შეხედულებებს, სხვადასხვა გატაცებები ერთმანეთს დაუკავშირა და შექმნა Apple. ალბათ დაგაინტერესებთ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მის წარმატებასთან.

 

7.ენელი ჩარლზის „სურვილების ასრულების მასტერ-გასაღები“

ეს წიგნი არა უბრალოდ გვაძლევს ექსკლუზიურ ცოდნას ცხოვრების შესახებ, არამედ გვასწავლის კიდეც, როგორ გავხადოთ შინაგანი სამყარო შესანიშნავი და მდიდარი, რათა ის გამოვლინდეს გარე სამყაროში. ის უნიკალური სამაგიდო წიგნია წარმატების მსურველთათვის.

 

8.ჯიმ რონის „ვიტამინები ჭკუისათვის“

ეს წიგნი მოკლე საუბრების სახით არის შედგენილი. ყოველი საუბარი - ეს არის შეხედულება ცხოვრებაზე გარკვეული კუთხიდან. აქ განიხილება როგორც ბედნიერების გაგება, ისე ბავშვებთან დამოკიდებულება, წარმატების მიღწევის ხერხები, ფულთან დამოკიდებულება, ჰარმონიის მიღწევის გზები და ა. შ.

 

9.ალფრედ ადლერის „როგორ შევიცნოთ ადამიანის ბუნება“

წიგნში დემონსტრირდება ფსიქოლოგიური პრინციპების პრაქტიკული გამოყენება გარემომცველ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების არა მარტო ასაწყობად, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ორგანიზებისთვისაც. ამ წიგნის მიზანია, პირველი რიგში, გვიჩვენოს, თუ როგორი დისჰარმონია შეაქვს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთი ადამიანის არასწორ ქცევასაც კი. მეორე მხრივ, ცალკეულ ადამიანებს ასწავლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორება და აღიარება.

 

10.დევიდ ალენის  “საქმესთან გამკლავების ხელოვნება“

წიგნში "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" მსოფლიოში აღიარებული კონსულტანტი დევიდ ალენი გაგიზიარებთ სტრესისგან თავისუფალი მუშაობის მოწინავე მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე ასიათასობით ადამიანს გააცნო. ალენის ჩანაფიქრი მარტივია: ადამიანის ნაყოფიერება მისი მოდუნების უნარის პირდაპირპროპორციულია. ნაყოფიერების მიღწევა და შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გონება დაწმენდილია, ფიქრები კი - მოწესრიგებული.


ეს წიგნები გვაძლევენ მოტივაციას მოქმედებისა და წარმატებისაკენ. შეგახსენებთ, რომ მოქმედების დრო მაშინ არის, როცა იდეა აქტუალურია, ემოცია კი ძლიერი. 

გისურვებთ დიად იდეებსა და ძლიერ ემოციებს! 

| გააზიარე
მოგწონთ?