რატომ არ უნდა დავკარგოთ მოტივაცია?


მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ ყველა ადამიანს სჭირდება. როდესაც მთელი ძალებით ვცდილობთ, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევთ მიზანს, ხშირად გვეშინია მცდელობების გამეორების. ეს ხდება იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს მორიგი იმედგაცრუებისგან გაქცევის სურვილი გვამოძრავებს.

 

ხშირად ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ თავს ანებებს მცდელობებს და ფიქრობს, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. სრული უმოქმედობის და მარცხის შეგუების  ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად შეგვიძლია სწორედ მოტივაციის არარსებობა, რწმენის ნაკლებობა და შინაგანი შიში ჩათვალოთ. 

 

ნუ შეუერთდებით დანებებულ ადამიანთა რიცხვს, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები და აღმოაჩინეთ, რომ მოტივაცია ჯერ კიდევ თქვენთანაა:

 

●"თუ აღმოაჩენ ყველაზე მთავარს შენს ცხოვრებაში, დაისახავ მიზანს, იქნები შეუპოვარი და მოქნილი, საბოლოო ჯამში, შენ აუცილებლად მიაღწევ საწადელს. შენ უნდა დაემშვიდობო იმ ემოციებს, რომლებიც ხელს გიშლიან პოზიტიური შედეგის მიღებაში, დაუყოვნებლივ უნდა ფოკუსირდე იმ ქმედებებზე, რომელთა განხორციელებაც შეგიძლია დღეს. რაოდენ უმნიშვნელოდაც არ უნდა გეჩვენებოდეს ეს ქმედებები, უნდა იქონიო დისციპლინა და შეუპოვრობა, რომ ბოლომდე მიჰყვე მათ და მიხვიდე ფინიშამდე!’’- ტონი რობინსი

●"ადამიანები გაცილებით უფრო ხშირად  ნებდებიან, ვიდრე განიცდიან მარცხს!" - ჰენრი ფორდი

●"ცხოვრებაში იმდენჯერ დავმარცხდი, რომ წარმატების გარდა სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი. მე უბრალოდ ამოვწურე მარცხის მარაგი!" - თომას ედისონი

●"გააკეთე ისეთი რამ, რასაც გგონია, რომ ვერ შეძლებ. დამარცხდი? თავიდან სცადე და რაც მთავარია, სცადე უკეთესად. ვინც სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობს, ის არც არასოდეს ეცემა" - ოპრა უინფრი

●"წარმატება - ეს შესაძლებლობაა, გადააბიჯო ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე’’ - უინსტონ ჩერჩილი 

●"ყველაფერი ის, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს და დაიჯერებს – მიღწევადია. ფიქრი საგანია, ხოლო ძლევამოსილი საგანი, რომელსაც აქვს განსაზღვრული მიზანი და ძლიერი სურვილი, უკვე სიმდიდრედ იქცევა.“- ნაპოლეონ ჰილი

●"იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწორ ლიანდაგზე ხართ, გადაგივლიან თუ გაუნძრევლად იჯდებით.“- უილ როჯერსი

 

ყოველთვის ეძებეთ ახალი გზები, გააკეთეთ ახალი აღმოჩენები, იმოქმედეთ, თუნდაც თვლიდეთ, რომ ეს ზღვაში წვეთია და რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს, არასოდეს დაკარგოთ თქვენი შინაგანი მოტივაცია!

 

მარიამ შარიქაძე
 

| გააზიარე
მოგწონთ?