5 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა უთხრას საკუთარ თავს


თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორია, რომელსაც საკუთარ თავს ვუამბობთ. ეს არის ამბავი იმაზე, თუ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რას ვაკეთებთ.

ზოგი თამამად აბიჯებს იმ ჩარჩოების მიღმა, რომელშიც საზოგადოებაა მოქცეული. ისინი არიან უცნაურები და განსხვავებულები, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები აქცევენ სამყაროს  საინტერესო ადგილად.

 
სხვები იმდენად არიან შეპყრობილი იმით, რომ აკმაყოფილებდნენ საზოგადოების გემოვნებას, ავიწყდებათ თუ ვინ იყვნენ და რა სურდათ რეალურად თავად.

 

თუ ოდესმე თავს დაკარგულად იგრძნობ და ეჭვს შეიტან საკუთარ პიროვნებაში, ეს 5 რამ შეახსენე საკუთარ თავს.

 

1. ყველაფერი კარგად იქნება

საუბედუროდ, მოვლენები ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არ ვითარდება. ეს ნორმალურია. არის რთული დღეები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას უკეთესები გავხდეთ. ასეთ დროს არ დაგავიწყდეს ამოსუნთქვა. სირთულეები გზის შემადგენელი ნაწილია და შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. შენ შეძლებ ყველა დაბრკოლების გადალახვას, უბრალოდ ისუნთქე.


2. აუცილებლად გავიღიმებ

იცოდი, რომ გაღიმება რეალურად აბედნიერებს? ეს სიმართლეა. მე ვგულისხმობ ნამდვილ ღიმილს, ისეთს, თვალებს რომ ააციმციმებს და ააცეკვებს. გაიღიმე 5 წამით და თუნდაც ცუდი დღე გქონდეს, ყოველთვის იპოვე გაღიმების მიზეზი.


3. ლამაზი ვარ

არა აქვს მნიშვნელობა შენს ზომებს, შენ ლამაზი ხარ. არავის მისცე უფლება, არც საკუთარ თავს, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოს. შეხედე შენს ანარეკლს სარკეში და ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკულად უყურო მას, დატკბი დახვეწილობით. შენ ხარ მომხიბვლელი, სანდომიანი, არაჩვეულებრივი და ძლიერი. გახსოვდეს ეს და შთააგონე საკუთარ თავს. სხვა არავინ არის დედამიწაზე მსგავსი ვარცხნილობით, კანით და თვალებით. თუნდაც ეს ერთ-ერთი წარუმატებელი ვარცხნილობის დღე იყოს, იპოვე რაიმე, რაც მოგწონს შენს გარეგნობაში და მასზე ფოკუსირდი. ასე გააგრძელე. 


4. ყველაფერს გავუძლებ

ნამდვილად იქნებოდა შენს ცხოვრებაში რთული პერიოდი. შესაძლოა ეს იყო გაწყვეტილი ურთიერთობები ან ფინანსური კრიზისი, მაგრამ სამუდამოდ როდი დაიმალე პლედის ქვეშ. კვლავ დაბრუნდი და გააგრძელე მოძრაობა იმიტომ, რომ შენ შიგნით მებრძოლი სულია, რომელიც გამხნევებს და გახსენებს, რომ დანებების დრო არ არის. მან იცის, რომ  შეგიძლია გადალახო ყველა დაბრკოლება, რაც წინ შეგხვდება. დაუჯერე მას.


5. ყველაფერს კარგს ვიმსახურებ

თუ ვინმე საწინააღმდეგოს ამბობს, დაივიწყე ის. ადამიანებს, რომლებიც გკიცხავენ და თავს ცუდად გაგრძნობინებენ, უბრალოდ არ უსმინო. გასაოცარი ხარ და უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. შენ მხოლოდ ის არ ხარ,  რასაც სხვები ხედავენ. შენში იმალება მიმზიდველობის სხვადასხვა ელფერი. შენ იმსახურებ სიყვარულს. იამაყე იმით, ვინც ხარ და ამისთვის ბოდიშს ნუ მოიხდი. 

 

lifehack.org

 

| გააზიარე
მოგწონთ?