როგორ შეიძლება 7 დღეში ცხოვრების შეცვლა?!


ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ძალიან დიდი ძალა და დრო არის საჭირო საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. რეალურად, ადამიანებს მოსალოდნელი სირთულეების შიში აჩერებთ, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ცვლილებების 7 დღეში განხორციელება და ცხოვრების ახლიდან დაწყება.

 

როგორ გავაკეთოთ ეს?

 

1. შეცვალეთ ფიქრები, სურვილები, სიტყვები, ქმედებები

თქვენ უნდა ხედავდეთ ლოგიკურ ჯაჭვს ფიქრებს, სიტყვებს, სურვილებსა და ქმედებებს შორის. თავდაპირველად თქვენში ფორმულირდება ფიქრი, რომელიც ბადებს სურვილს, გადადის სიტყვებსა და ქმედებაში. საბოლოო ჯამში, სწორედ ქმედება განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს. ამიტომ თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, დაიწყეთ ფიქრებიდან.

შეწყვიტეთ სხვების განსჯა და დაიწყეთ საკუთარ თავზე ფიქრი. არ ინერვიულოთ, არ აღელდეთ, არ გაიფუჭოთ განწყობა და ეს ყველაფერი თქვენს დადებით ფრაზებსა და ქმედებებში ასახეთ.

 

2. იყავით მადლიერი

ხშირად, როდესაც ცხოვრებაში რაიმე კარგი ხდება, არ ვჩერდებით და არ ვართ მადლიერი. ეს არასწორია. მოიხადეთ მადლობა განვლილი დღისათვის, ადამიანებისათვის, რომლებიც შეგხვდნენ, ხელთ არსებული ყველა საშუალებისათვის. პრობლემებს და სირთულეებს დადებითად მოეკიდეთ, რადგან ყოველი წარუმატებლობა, დაბრკოლება, პრობლემა - ეს სხვა არაფერია, თუ არა უკეთესი საშუალება, ყველაფრის თავიდან უფრო ძლიერად დასაწყებად. მადლიერება დიდი დადებითი მუხტია და როდესაც ეს შეგიძლიათ, ცხოვრებაც გთავაზობთ უფრო მეტ სასიამოვნო მომენტს, სიხარულსა და ბედნიერებას.

 

3. ჩამოწერეთ სურვილები

ცხოვრების შეცვლა იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ და დაწყება ამ მომენტიდანვეა შესაძლებელი. ცხოვრების რეალურად შეცვლის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია ჩამოყალიბდეთ. აიღეთ ფურცელი და დაფიქრდით, რა გსურთ ყველაზე მეტად. შემდგომ დაიწყეთ ამ სურვილების ჩამოწერა. მაგალითად: თუ თქვენ გსურთ მოგზაურობა, ჩამოწერეთ რომელ ქვეყანაში ისურვებდით ყოფნას, რას ნახავდით, რას ისწავლიდით. დარწმუნებული ვარ, ყველას სურვილია, ჰქონდეს საკუთარი სახლი და ავტომობილი, ოჯახი, საკუთარი ბიზნესი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. წერეთ, გადმოიტანეთ ყველა ფიქრი ქაღალდის ფურცელზე.

 

4. გიხაროდეთ ყოველი დღე

დიახ, დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან კითხულობთ მოცემულ სტრიქონებს, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. გახსოვდეთ, შემთხვევითობა არ არსებობს და თქვენ შემთხვევით არ აგირჩევიათ ეს სტატია. ყოველთვის ასე მიუდექით ცხოვრებას და მიიღეთ ყოველი დღისგან მაქსიმალურად მეტი.

 

5. მიეცით თქვენს თავს შანსი

ადამიანები ხშირად უიმედობაში ვარდებიან და უარს ამბობენ მიზნებზე, ყოველგვარი მცდელობის გარეშე. ზოგი თვლის, რომ ცუდად მღერის, ვიღაც ფიქრობს, რომ საერთოდ ვერ ერკვევა ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში, სხვას გაურკვეველი ხედვა აქვს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე.

გამოიწვიეთ საკუთარი თავი და მიეცით შანსი. ადექით და სცადეთ. იქნებ ზუსტად ესაა თქვენი მოწოდება.

 

6. მოინიშნეთ და გამოყავით გლობალური მიზანი

სტატიის დასაწყისში შევთანხმდით, რომ აუცილებელია ყველა სურვილის და მიზნის  ჩამოწერა. ასევე აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ გლობალურ მიზანზე. ეს უკანასკნელი შედარებით რთულია, მაგრამ რეალურია. მაშ ასე, დასაწყისისათვის გულწრფელად უპასუხეთ რამდენიმე კითხვას:

-რისი გაკეთება მიყვარს ყველაზე მეტად?

-რისი ნიჭი მაქვს?

-რა გზით ვისურვებდი ფულის შოვნას?

-მე რომ მქონდეს 10 მლნ დოლარი რას გავაკეთებდი?

-რა სახის სარგებლობის მოტანა შემიძლია საზოგადოებისათვის?

 

7. ისწავლეთ ლოდინი

ყოველ ახალ დღეს ცხოვრებაში მოაქვს გარკვეული სიახლე. ცდებით თუ ფიქრობთ, რომ გუშინდელი დღე არაფრით განსხვავდება დღევანდელისგან და იგივე იქნება ხვალ. შეეცადეთ გაიგოთ, რომ ცვლილებები არ მოდის მომენტალურად, რომ ცხოვრება არ იცვლება ერთ საათში და არც ერთ დღეში. მაგალითად, თუ თქვენ ყოველ წუთს დაუწყებთ ყურებას ყვავილს, ვერ შეამჩნევთ, როგორ იზრდება იგი. ზუსტად ასეა თქვენი ცხოვრებაც, ის იცვლება იმისდა მიუხედავად, ხედავთ თუ არა მას. ისწავლეთ ლოდინი და გჯეროდეთ, რომ უკვე დასაწყისიც კი ცვლილებაა უკეთესობისაკენ.

 

მოცემულ სტატიაში განვიხილეთ 7 მარტივი რეკომენდაცია, 7 ელემენტალური წესი, რომელთა დაცვა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი და 7 დღეში  შეგიცვლით ცხოვრებას. ეს იქნება პატარა მარცვალი, რომელიც აუცილებლად გაღვივდება და დროთა განმავლობაში მოგცემთ წარმოუდგენელ შედეგს.

 

biz-anatomy.ru

 

| გააზიარე
მოგწონთ?