როგორ განსაზღვრავენ წარმატებას მსოფლიოში აღიარებული ადამიანები


წარმატებულ ადამიანზე საუბრისას ხშირად ისეთი ვინმე წარმოგვიდგება, რომლის საბანკო ანგარიში მინიმუმ 6 ნულით მთავრდება, არაერთი ბესთსელერის ავტორია, ან თუნდაც საქვეყნოდაა ცნობილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავად მათი მოსაზრება წარმატებაზე ფულსა და დიდებას ნაკლებად უკავშირდება.

ქვემოთ მოყვანილია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და შთამაგონებელი ადამიანების განსაზღვრებები წარმატების შესახებ, იქნება ეს ბარაკ ობამა, ბილ  გეითსი, თომას ედისონი თუ სხვა.
 

მილიარდელ რიჩარდ ბრენსონის რწმენით წარმატება დამოკიდებულია ბედნიერებაზე

რიჩარდ ბრენსონის საბანკო ანგარიში $5 მიალიარდს ითვლის, მიუხედავად ამისა, მისთვის წარმატება პიროვნულ სრულყოფას უკავშირდება. მისი თქმით, ბევრი ადამიანი წარმატების საზომად ფულს ან მათდამი გარშემომყოფთა დამოკიდებულებას მიიჩნევს, მაგრამ მილიარდელის აზრით:

„რეალური წარმატება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ბედნიერი ხართ.“ 

 

ფული და ძალაუფლება საკმარისი  არ არის - არიანა ჰაფინგტონი Huffington Post-ის დამფუძნებელი 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ონლაინ ჟურნალის თანადამფუძნებლის თქმით, ჩვენ, როგორც წესი, წარმატების განსაზღვრისას მხოლოდ ორ პარამეტრს ვიყენებთ - ფულსა და ძალაუფლებას. საჭიროა მესამე განზომილების დამატება. 

„დამსახურებული და სასურველი ცხოვრების დონის მისაღწევად საჭიროა წარმატების მესამე საზომი, რომელიც ფულსა და ძალაუფლებაზე გაცილებით მეტია და ოთხი ასპექტით ხასიათდება: კეთილდღეობა, სიბრძნე, ფიქრი და გულუხვობა“

ეს ფაქტორები ერთობლივად დაგეხმარებათ წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებასა და მის სრულად შეგრძნებაში.

 

წარმატებისათვის ფული საჭირო არ არის - მილიარდელი მარკ კუბანი

მილიარდელს გასაოცრად მარტივი წარმატების დეფინიცია აქვს. 

„ჩემთვის წარმატება ღიმილია დილით გაღვიძებისას ცოდნით, რომ შესანიშნავი დღე გექნება. მე ბედნიერი ვიყავი და წარმატებულად ვგრძნობდი თავს მაშინაც კი, როცა 6 ადამიანი 3 საძინებელში ვცხოვრობდით და იატაკზე გვეძინა.“

 

წარმატება კმაყოფილებაშია - ჯონ ვუდენი, კალათბურთის ლეგენდარული მწვრთნელი 

620 მოგებული თამაშისა და 10 ეროვნული ტიტულის მიუხედავად ვუდენი წარმატებას საკუთარ თავზე მუშაობის და არა სხვებთან შეჯიბრის დონით განსაზღვრავს. მისეული წარმატების ფორმულა ასე გამოიყურება:

„თვითკმაყოფილებით გამოწვეული სულიერი სიმშვიდე, რომელიც ემყარება ცოდნას, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენე“

 

ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა - უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტის (სიმდიდრით მეორე ადამიანი ამერიკაში ბილ გეითსის შემდეგ) წარმატების დეფინიცია სიმდიდრისა და დიდების ცნებებისგან შორს არის. აქციონერთა ერთ-ერთ ყოველწლიურ შეხვედრაზე მილიარდელმა განაცხადა:

„ჩემთვის წარმატება განისაზღვრება იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლებსაც ვუყვარვარ.“

 

წარმატება სამუშაოსგან სიამოვნების მიღებაა - მაია ანჯელოუ აღიარებული ამერიკელი მწერალი

პულიცერი პრემიის მფლობელი ანჯელოუს სიტყვებით:

 „იყო წარმატებული ნიშნავს მოგწონდეს საკუთარი თავი, შენი საქმე და მისი შესრულების ხარისხი.“

 

წარმატების ექვივალენტი საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენაა - ბილ გეითსი 

ბილ გეითსი უორენ ბაფეტის მოსაზრებას იზიარებს, მისთვის უპირატესი ურთიერთობები და მემკვიდრეობაა, რომელსაც საზოგადოებას დაუტოვებ. 

„წარმატება არის გრძნობა, რომ რაღაც შეცვალე, გამოიგონე, აღზარდე შვილები ან დაეხმარე ადამიანებს.“ 

ბარაკ ობამასათვის წარმატებაა შეცვალო ადამიანთა ცხოვრება  

მისთვის ძალაუფლება წარმატების და ტოლფასი არ არის. მიშელ ობამას თქმით:

„ბარაკისათვის წარმატებას ფული არ განსაზღვრავს, მთავარია რას ცვლის ადამიანების ცხოვრებაში.“

 

წარმატება მძიმე მუშაობაა - თომას ედისონი

ცნობილი გამომგონებელი თომას ედისონი გამოირჩეოდა მუშაობის დაუღალავი ტემპით. ბუნებრივია წარმატების მისეული დეფინიცია ამბიციურია: - „წარმატება 1% ინსპირაციაა, 99% ჯაფა“

 

ასე რომ, შეხედეთ წარმატებას სხვა თვალით და დააფასეთ საკუთარი თავი, ურთიერთობები, შრომა და ბედნიერება, სწორედ ამაშია წარმატების საიდუმლო.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?