მოლაპარაკების ხელოვნება


მოლაპარაკების ხელოვნება, ესაა ის იარაღი, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნებისმიერ ჩვენგანის წარმატება. მას ხომ ნებისმიერი ჩვენგანი მიმართავს,მაგალითად,როდესაც უფროსს ხელფასის მომატებას ვთხოვთ,ვყიდულობთ სახლს ან მანქანას და სხვა.

ცნობილი ბიზნსემენი ჯონ. დ. როკფელერი ამბობდა „ადამიანებთან მოლაპარაკების ცოდნა-ესაა საქონელი, რომლისთვისაც მე გადავიხდი უფრო მეტს, ვიდრე სხვა დანარჩენი საქონლისთვის მსოფლიოში.“

„კარგ მომლაპარაკეებად კი არ იბადებიან არამედ ხდებიან“ - ამიტომ განვიხილოთ რამოდენიმე რჩევა წარმატებული მოლაპარაკების მისაღწევად:

პირველ რიგში როგორც ნებიესმიერ დროს უნდა იყოთ თავდაჯერებული-რადგან ,როდესაც ადამიანი ხედავს არათავდაჯერებულ ოპონენტს თამამდება და ყველაფერს აკეთებს მის დასამარცხელად.

საუბრის დასაწყისში აუცილებელია გულწრფელი, კეთილი და თავშეკავებული ღიმილი. სასურველია მისი დაწყება კომპლიმენტით, იუმორით, რადგან გარკვულწილად მხარეთა შორის დაძაბულობას მოხსნის და გულღია დამოკიდებულებას ჩამოაყალიბებს ასევე პარტნიორზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენით.

პარტნიორს გულწრფელად აგრძნობინეთ მისი მნიშვნელობა და ღირსება.

იფიქრეთ ორივე მხარის მოგებაზე- შეიძლება მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანი მოტივი თქვენთვის სულაც არ იყოს პრიორიტეტული.

საინტერესოა სოკრატესეული მიდგომები- დავსვათ ისეთი შეკითხვები რომ მივიღოთ ოპონენტისგან მხოლოდ დადებითი პასუხი.

იყავით მოქნილები-ყოველთვის გქონდეთ ალტერნატივა.

და თუ მაინც მოლაპარაკება არ დასრულდა ისე როგორც თქვენ გეგმავდით, მიიღეთ მაგალითი და გამოცდილება. მოემზადეთ შემდეგი წარმატებული ნაბიჯებისთვის.

| გააზიარე
მოგწონთ?