25 თვისება, რომელიც უნდა დავივიწყოთ


1. სრულყოფილების სურვილი
სრულყოფილებისკენ  მუდმივმა სწრაფვამ შეიძლება მარცხი განგვაცდევინოს. ირწმუნეთ იმის, რომ თქვენ საკმარისი ხართ. 

2. მცირედით კმაყოფილება
გააფართოვე შენი ჰორიზონტი. იბრძოლე მეტისთვის. გაიზარდე. ზოგჯერ პროცესი არც ისე მარტივია, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს ამად.

3. სიყალბე
ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამომჟღავნება. გულწრფელობა სიძლიერეს ნიშნავს.

4. იღბალის მოლოდინი
იღბალი შრომის შედეგია. ბედის გაღიმებას გამომუშავება სჭირდება. კარგ შესაძლებლობების პოვნა მისი ნაწილია, თუმცა მათი გონივრულად გამოყენება ჩვენზეა დამოკიდებული.

5. უმოქმედობა
თუ თქვენთვის ვინმეს უთქვამს, რომ წარმატებისთვის შესაფერის მომენტს უნდა დაელოდო, ჩათვალეთ, რომ არასწორ გზაზე დაგაყენეს. ნუ დაელოდებით ასეთ მომენტს, უბრალოდ დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ და იმით, რაც გაქვთ.

6. ნებართვის საჭიროება
ნუ მისცემთ სხვების აზრს თქვენი შეფერხების უფლებას. ეს მხოლოდ დროის კარგვაა!

7. მარტო კეთების სურვილი
მიუხედავად იმისა, შეგიძლიათ თუ არა რაიმეს მარტო გაკეთება, გახსოვდეთ, რომ ეს ორმაგად შრომატევადია და ნაკლებად სახალისო. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე.

8. ცარიელი დაპირებები
ეცადეთ თქვენს სიტყვებს მოქმედება მოჰყვებოდეს.

9. სისუსტეები
ჩვენ ყველას გვაქვს სუსტი მხარეები, თუმცა საჭიროა მათზე მუშაობა და ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება.

10. სხვების დადანაშაულება
გამუდმებით სხვების დადანაშაულება სიმხდალეა და ეს თქვენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

11. ნეგატიური ფიქრები
ჩვენ ისეთივე პასუხისმგებლები ვართ ჩვენს ფიქრებზე, როგორც ჩვენს საქციელზე. შეცვალეთ თქვენი ფიქრები და შეცვლით თქვენს სამყაროსაც.

12. წარსულით ცხოვრება
გახსოვდეთ, რომ წარსულს ვერ შევცვლით, ამიტომ საჭიროა მომავალზე კონცენტრირება.

13. ყველას სიამოვნების სურვილი
გახსოვდეთ, ყველას სიამოვნების მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ. პრიორიტეტად დაისახეთ თქვენი თავი და ახლობელი ადამიანები.

14. პატარა მიზნები
პატარა მიზნები პატარა შედეგებს უდრის, გაზარდეთ თქვენი მიზნები.

15. მუდმივი უკმაყოფილება
ეს მხოლოდ დროის კარგვაა, ეცადეთ უფრო პოზიტიურად შეხედოთ ყველაფერს.

16. ცვლილებების აცილება
ცვლილებები მაინც მოხდება, მიუხედავად იმისა გვსურს თუ არა ისინი. ეცადეთ, ისინი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

17. შეცდომის დაშვების შიში
იმის შიში, რომ შეიძლება შეცდომები დავუშვათ, ხშირად ხელს გვიშლის მცდელობასა და წარმატების მიღწევაში.

18. ფრაზა „არ შემიძლია“
არ დანებდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი რთულად გეჩვენებათ. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება!

19. საკუთარი თავის დაკნინება
იყავით თავდაჯერებული. საკუთარ თავზე მცდარი შეხედულებით ვერ მიაღწევთ წარმატებას.

20. ჭორაობა
ალბათ გაგიგიათ, რომ პატარა ადამიანები განიხილავენ სხვებს, დიდი ადამიანები კი - იდეებს. ეცადეთ, რომ თქვენი ცხოვრება იდეებს მიუძღვნათ.

21. დანებება
გახსოვდეთ, რომ მარცხი წარმატების საპირისპირო კი არა, მისი შემადგენელი ნაწილია. უბრალოდ არ დანებდეთ.

22. წუწუნი
ნუ იქნებით მოსაბეზრებელი. მოიკრიბეთ ძალა და შეცვალეთ თქვენი მომავალი.

23. ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობა
თუ გსურთ პოზიტიური ცხოვრება, თავი აარიდეთ ყველას, ვინც ამაში ხელს გიშლით.

24. საკუთარი თავის სხვებთან შედარება
ნუ იდარდებთ იმაზე, რას აკეთებენ სხვები. იფიქრეთ, თუ რა გსურთ, რომ თქვენ გააკეთოთ.

25. ფიქრი, რომ ვერაფერს შეცვლი
ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი ცვლილებების განხორციელება, უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ ამის.


მარიამ ბეთხოშვილი
წყარო: businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?