6 გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხოვრებაში


ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს შეცდომების დაშვება წარმოადგენს. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვყალიბდებით ისეთ  პიროვნებად როგორებიც ვიყავით, დღეს ვართ ან მომავალში ვიქნებით. ხშირად აღმოვაჩენთ ისეთ ჭეშმარიტებებს, რომელიც მანამდე  რომ გვცოდნოდა  ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა. უნდა გვახსოვდეს გვიანი არასოდესაა. ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

ხშირად მთელ ენერგიას ერთი მიმართულებით მივმართავთ, როგორიცაა ჯანმრთელობა, სწავლა, პირადი ცხოვრება. შესაბამისად პიროვნების შემადგენელი  სხვა ნაწილები ყურადღების მიღმა გვრჩება. ყველა მათგანი კი თანაბარ მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ 6 გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღო ცხოვრებაში:

1.საქმე რომელიც გვიყვარს. რეალიზებული ცხოვრებისთვის აუცილებელია შეარჩიო საქმე,რომელიც გიყვარს და ყურადღებით მოეკიდო მას. ამიტომ დააკვირდით რა განიჭებთ სიამოვნებას , იპოვეთ მასში კომერციული  დაინტერესება მხოლოდ ჰობად რომ არ დარჩეს  და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება.

2.ცხოვრების პარტნიორი. ზოგი ადამიანი ისე გადაეშვება ხოლმე საქმეში, ავიწყდება პირადი ცხოვრება და არ ზრუნავენ  ცხოვრების პარტნიორის შერჩევაზე. სრულყოფილი პირადი ცხოვრების გარეშე კი შეუძლებელია იყო ბედნიერი. მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას ხელი შეგიშალოთ განვითარებაში. აირჩიეთ ცხოვრების პარტნიორი, რომელთანაც საერთო მომავლის ხედვა გექნებათ.

3.ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ დრო დაუთმოთ კარიერასა და პირად ცხოვრებას თუ ჯანმრთელობა არ შეგიწყობთ ხელს. მიიღეთ გადაწყვეტილება,რომ იყოთ ჯანმრთელი და იზრუნეთ მის რეალობაში დანერგვაზე.

4.შეიყვარეთ თქვენი თავი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მისაღებად უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად იმსახურებთ, რისთვისაც აუცილებლად უნდა გამოიმუშავო თავდაჯერებულობა და შეიყვაროთ თქვენი თავი.

5.განვითარდით! ახლა უკვე ყველა მონაცემი გაქვს, რომ იზრუნო თვითგანვითარებაზე და მუდმივ წინსვლაზე. მიიღე განვითარების გადაწყვეტილება და შენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნებიან განვითარებული  და რეალიზებული ადამიანები.

6.მზად იყავით ახალი შთაბეჭდილებისთვის! ცხოვრება  მონოტონურობისგან  დასაცავად ყოველთვის  გვიწყობს სიურპრიზებს, ამიტომ ყოველთვის მზად იყავით ცვლილებების, სიახლეებისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის.


მარიამ მერაბიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?