როგორ მოვახდინოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება ადამიანებზე?


ალბათ შეხვედრილხართ ადამიანს, რომელმაც თავი დაგამახსოვრათ და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. გიფიქრიათ რა იყო ამის განმაპირობებელი ფაქტორები?

თქვენი ქვეცნობიერი ავტომატურად აღიქვამს ყველანაირ ქმედებას, რომელიც გონებას გადაეცემა და დიდი ხნის განმავლობაში გამახსოვრდებათ. მართლია, რომ პირველი შეხვედრით გამოწვეული შთაბეჭდილებით დასკვნის გამოტანა არ არის მართებული, მაგრამ ის ზოგად წარმოდგენას გვიტოვებს პიროვნებაზე, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს  სურვილზე, მონდომებაზე, განწყობაზე, თუ რამდენად ღირს მასთან ურთიერთობის გაგრძელება. თუნდაც ეს არ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ურთიერთობებში, ნამდვილად არ არის ცუდი, რომ თავიდანვე წარმოაჩინოთ თავი ეფექტურად და საინტერესოდ, საწყის ეტაპზევე გაუჩნდეთ სურვილი სხვებს თქვენთან მჭიდრო კავშირებისთვის. 

 

გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოემზადოთ შთაბეჭდილების მოსახდენად:


• შეხვედრამდე აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჩაცმულობას, გარეგნობას. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის შეხვედრაზე მიდიხართ, მთავარია შესაბამისად გეცვათ და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეთ. 

• საუბრის დროს ნუ მოიხრებით, წელში გასწორდით და ზომიერად დაამყარეთ ხელებით კონტაქტი, რადგან შესაბამისი საქციელი თავდაჯერებულობისა და გულწრფელობის ნიშანია. 

• ეცადეთ მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ და შიგადაშიგ დასვით შეკითხვები. საუბრის ეს ტაქტიკა და კითხვების დასმა თქვენს მზაობას გამოხატავს საქმისადმი, თანამოსაუბრის მოსმენისადმი და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ.

• საუბრისას გააკონტროლეთ ხმის ტემბრი. ნუ ისაუბრებთ დაბალი ხმით (ეს ნიშანია შიშისა და გაურკვევლობის) და ზედმეტად ხმამაღლა (ეს ნიშანია სუსტი ნებისყოფის). ისაუბრეთ საშუალო ტემბრით. ემოციაც კი ამ დოზით გამოხატეთ.   

• აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საუბრის დროს თქვენს დიქციას, გამართულ მეტყველებას, რადგან ერთმა უხეშმა შეცდომამაც კი შეიძლება, ყველაფერი ცუდისკენ წაიყვანოს.

• საუბრის დროს შეაქეთ ხოლმე თანამოსაუბრე, მოუწონეთ ესა თუ ის ქმედება,  რადგან ასეთი საქციელი მას უბიძგებს გახსნილობისკენ და უფრო კონტაქტური გახდება.

• დაიცავით საუბრის დროს დგომის დისტანცია (დაახლოებით ოთხმოცი სმ-დან მეტრამდე), დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი, საუკეთესო ვარიანტი თვალებში ყურებაა, რადგან ეს თქვენს თავდაჯერებულობასა და გულწრფელობაზე მეტყველებს.

• და ბოლოს, იყავით გულწრფელი თანამოსაუბრე და ყოველთვის თქვით სიმართლე, რადგან ასე ნდობას მოიპოვებთ, თქვენთან საუბარი კომფორტული და საინტერესო გახდება და შესაბამის უკუშედეგსაც მიიღებთ. 

 

გახსოვდეთ:

 

•„ადამიანთა უმეტესობა იმ განზრახვით კი არ ისმენს, რომ გაიგოს, არამედ ისინი ისმენენ იმ განზრახვით, რომ უპასუხონ“ - სტივენ ქოვი.

•„განსაჯე ადამიანი მისი კითხვებით და არა მისი პასუხებით“ - ვოლტერი.

•„ათი წამი საკმარისია იმისთვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი.“ - მარგარეტ ტეტჩერი.

 

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენ აუცილებლად მოახდენთ შთაბეჭდილებას ადამიანებზე პირველივე შეხვედრისას, მათ თვალში მოიპოვებთ სასურველი და საინტერესო პიროვნების იმიჯს.

| გააზიარე
მოგწონთ?