როგორ ამოვიცნოთ ადამიანების განწყობა და ფიქრები მათი არავერბალური ქმედებების საშუალებით?


ადამიანები ხშირად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ცდილობენ, დამალონ თავიანთი შინაგანი განცდები, თუმცა მათ განწყობასა და დამოკიდებულებებს გასცემს არავერბალური სიგნალები. თქვენ მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ შეესაბამება თუ არა ადამიანების სიტყვები მათ ქმედებებს და გაიგოთ, როგორები არიან ისინი, თუ დააკვირდებით მათი სხეულის მოძრაობებსა და ყოველდღიურ ქმედებებს.

გთავაზობთ  დაკვირვების ზოგიერთ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ ადამიანებზე მათი ქცევების მიხედვით.

დააკვირდით:

 

რა ხანგრძლივობისაა მათი მზერა

მიღებულია, რომ მზერა საშუალოდ გრძელდება სამი წამი, ამ ნორმაზე ნაკლები ხანგრძლივობის მზერა - ინტერესის არქონად, ხოლო მეტი - ზედმეტი ყურადღების გამოხატვად აღიქმება.

 

როგორია მათი ღიმილი

ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ ადამიანის გულწრფელი და იძულებითი ღიმილი. გულწრფელი ღიმილის დროს ჩნდება ნაოჭები თვალის და ტუჩების გარშემო, ხოლო იძულებითის შემთხვევაში - მხოლოდ ტუჩების ირგვლივ.

 

როგორ გამოიყურება თვალის გუგები

ხასიათისა და განწყობის მიხედვით იცვლება თვალის გუგების ფორმა. პოზიტიური განწყობის დროს გუგები ფართოვდება, ხოლო ნეგატიურის დროს - პირიქით.

 

როგორ არის მიმართული თავი მეორე პირთან ურთიერთობის დროს

თავი შესაძლოა იყოს სამ მდგომარეობაში:                                                           

1.პირდაპირ - როცა ადამიანს უჭირავს ნეიტრალური პოზიცია;

2.გვერდით გადახრილი - როცა ადამიანს უჩნდება ინტერესი;

3.წინ დახრილი - უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი.

 

როგორ ართმევენ ხელს

ძლიერი ხელის ჩამორთმევა მიუთითებს, რომ ადამიანი ექსტროვერტია, რომელსაც ნათლად უყვარს თავისი ემოციების გამოხატვა. თუ ადამიანი ცდილობს, რომ ხელის ჩამორთმევის დროს თავისი ხელი ზემოდან მოექცეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს იყოს მთავარი ფიგურა თქვენ შორის.

 

რა ფორმით აქვთ ხელები გადაჯვარედინებული

ხელების გადაჯვარედინება სტანდარტულად გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ ან დამაჯერებლად. გადაჯვარედინებული ხელები მუშტად შეკრული თითებით ნიშანია იმისა, რომ ადამიანი განწყობილია მტრულად, ხოლო გადაჯვარედინებული ხელის მტევნები მკლავებზე მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცდილობს, დამალოს ნეგატიური განწყობა.

 

როგორი ტიპის ყავას ირჩევენ

ესპრესოს ძირითადად ირჩევენ ლიდერობისკენ მიდრეკილი ადამიანები. მათ, ვისაც უყვართ ლატე, ხშირად უძნელდებათ გადაწყვეტილების მიღება. ადამიანები, რომლებიც არიან მეტად მეგობრულები და კრეატიულები, ირჩევენ კაპუჩინოს. ხოლო ამერიკანოს უმეტეს შემთხვევაში მიირთმევენ გულღია და პირდაპირი ადამიანები.

 

რამდენად ხშირად ამოწმებენ ტელეფონს

რაც უფრო ხშირად ამოწმებს ადამიანი ტელეფონს, უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი დეპრესიაშია და ცდილობს თავი დააღწიოს მას.

 

რომელი სიტყვა ჭარბობს საუბრის დროს: „მე“ თუ „ჩვენ“

თუ ადამიანი მუდმივად იყენებს სიტყვას „მე“, შესაძლოა მიგვანიშნებდეს მისი ეგოისტური ხასიათის შესახებ. ხოლო სიტყვის „ჩვენ“ ხშირი გამოყენება, მიუთითებს ადამიანის ღრმა სოციალური ურთიერთობების შესახებ.

 

გაითვალისწინეთ ეს პრინციპები და თქვენ მათი დახმარებით უფრო  მეტს გაიგებთ ადამიანების შესახებ, ვიდრე  ის ვერბალური კომუნიკაციით არის შესაძლებელი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?