10 საქციელი, რომელიც ნაკლებად სანდომიანს გხდით


დღესდღეობით ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რომ სხვებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ. ზოგიერთი თვლის, რომ ამის უნარი მხოლოდ იღბლიანებს აქვთ, რომლებსაც ბუნებისგან სილამაზე, კომუნიკაბელურობა და ნიჭიერება ერგოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე მუშაობით დამოუკიდებლად გამოიმუშავა საჭირო უნარ-ჩვევები და საზოგადოებისთვის მიმზიდველი პიროვნება გახდა.

იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახუროთ, პირველ რიგში, საჭიროა, იცოდეთ ქცევის ის ფორმები, რომლებიც ამაში ხელს შეგიშლიან:


1. საკუთარი თავის გაკიცხვით ყურადღების მიქცევა

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ტრაბახის ფორმად საკუთარი თავის გაკიცხვა აირჩიეს. მაგალითად, გოგონა, რომელიც თავის სულელურ ქცევაზე ხუმრობს იმისთვის, რომ შემდეგ ყურადღება მის გონიერებაზე გაამახვილონ. ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი თავის დამცირებით ტრაბახს შენიღბავენ, თუმცა მიზანს ყველა ხვდება.


2. ზედმეტი სერიოზულობა

რა თქმა უნდა, სერიოზულობა თქვენი რეპუტაციისთვის ძალიან კარგია, თუმცა გახსოვდეთ, ბალანსი ყოველთვის საჭიროა.


3. ცოტა კითხვის დასმა

საუბრის დროს აუცილებლად დასვით ბევრი კითხვა. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც მათ უსმენენ. კითხვების დასმა კი მიუთითებს არა მხოლოდ იმაზე, რომ უსმენთ, არამედ აჩვენებს, რომ გაინტერესებთ მათი საუბარი.


4. ემოციური თავშეუკავებლობა

ემოციური თავშეუკავებლობა დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. როდესაც ამ დონის არასტაბილურობას გამოამჟღავნებთ, ადამიანები აუცილებლად დაეჭვდებიან თქვენს სანდოობაში და მათთვის მუდამ იქნებით მერყევი, მიუწვდომელი და საშიში.


5. საუბრის დროს ყურადღების ტელეფონზე გადატანა

არაფერი შეუცვლის ადამიანს თქვენზე წარმოდგენას ისე, როგორც მნიშვნელოვანი საუბრის დროს ტელეფონზე მოსული ხმოვანი შეტყობინება და თქვენი ყურადღების მასზე გადატანა..


6. გამუდმებით გავლენიანი ნაცნობების ხსენება

ძალიან კარგია ირგვლივ მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანები, თუმცა როდესაც ყველაფერს, რაც იცით იმ ადამიანებთან აკავშირებთ, ვისაც იცნობთ, საუბარი ყველანაირ მნიშვნელობას კარგავს.


7. ჭორაობა

სხვების წარუმატებლობასა თუ შეცდომებზე საუბარი ყოველთვის ცუდად მთავრდება. ჭორაობის ობიექტი აუცილებლად გულნატკენი იქნება, როდესაც ის ამის შესახებ გაიგებს. გარდა ამისა, ქცევის ასეთი ფორმა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე.


8. სხვა ადამიანების იდეებისა და არგუმენტების მიუღებლობა

არავის სურს საუბარი ადამიანთან, რომელიც თავისი აზრის გამოთქმის შემდეგ მოსმენას აღარ აპირებს. ყველას უყვარს, როდესაც უსმენენ და მათ აზრებს იზიარებენ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაუჯეროთ და დაეთანხმოთ მათ, უბრალოდ მოუსმინეთ, მიიღეთ მათი იდეები, გაიაზრეთ არგუმენტები და ეცადეთ დაინახოთ სამყარო მათი თვალებით.


9. პერსონალური დეტალების ნაადრევად გაზიარება

უცხო ადამიანებისთვის თქვენ შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას ეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა თავიდან აიცილოთ პირადი პრობლემებისა თუ პერსონალური ინფორმაციის ნაადრევად გაზიარება. ქცევის ამ ფორმით მათ კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებთ.


10. პირადი ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ცხოვრებისეული დეტალების გაზიარებისას ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და თავი გააკონტროლოთ. ყველასთვის იმის ცოდნა, თუ როგორი იყო თქვენი საუზმე, სადილი თუ ვახშამი და ა.შ. უარყოფითად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას.

ბოლოს კი გახსოვდეთ! რაც მეტად იქნებით ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ქცევებს, მით უფრო ცოტა ნაბიჯი დაგრჩებათ მიზნამდე - რომ ყველასთვის მიმზიდველი და სანდომიანი პიროვნება გახდეთ.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?