როგორ გავლენას ახდენს ფული მამაკაცთა ხასიათზე?


ფულის ოდენობა გავლენას ახდენს მამაკაცთა საქციელზე და გამოკვეთს მისი ხასიათის თავისებურებებს. ამ პრინციპის მიხედვით ძლიერი სქესი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 
პარაზიტი -  ის იქნებოდა იდეალური ქმარი, რომ არა მთავარი ნაკლი - მას არ ავიწყდება: ჭამა, სმა და მოწევა თქვენს ხარჯზე. მიუხედავად ყოველივე ზემოთხსენებულისა, მისგან სარგებელს არ უნდა ელოდოთ. სხვა ყველაფერში, ასეთი მამაკაცები დამთმობები, თბილები და მეოჯახეები არიან.

მარჩენალი - ამ ეტაპზე მამაკაცი ცდილობს აკონტროლოს შემოსავლები და ხარჯები. ოჯახის ბიუჯეტისთვის ეს სასარგებლოა, მთავარია მან ქალს არ დაუსვას შეკითხვა: „რაში დახარჯე უჯრაში გადადებული ფული?“

მაძიებელი - ეს არის ეტაპი, როდესაც ფული საკმარისია როგორც კვებისთვის, ასევე ბინის ხარჯებისა და სატელეფონო გადასახადებისათვის. შემოსავლის ამ დონეზე მამაკაცი კეთილი, გულუხვი და ჯენტლმენია. ის იმდენს მუშაობს, რომ ძნელად არჩევს, სად და ვისთან ერთად ცხოვრობს. სახლში მხოლოდ დასაძინებალდ მიდის.

ოლიგარქი -  თვისება, რაც ოლიგარქს გამოარჩევს - სიხარბე, გაუმაძღრობაა. ყოველ თეთრს უფრთხილდება და ქვეშევრდომებს პრინტერისთვის ქაღალდის დაზოგვას აიძულებს. ამ ეტაპზე მამაკაცში შესაძლოა ისეთი თვისებები აღმოაჩინოთ, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდით. როდესაც აღარ არის საჭირო 24 საათიანი მუშაობა, ოლიგარქი იწყებს სმას, გართობასა და თამაშს.



სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?