6 ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ საკუთარ შესაძლებლობებზე


ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა ფილმის ყურებისას ის მთლიანად მოიცავს შენს არსებას, მთელი ემოციით უყურებ, ნერვიულობ, განიცდი, თითქოს ეს ყველაფერი  რეალურად ხდება და ბოლოს, ფილმის დასრულებისას ხვდები, რომ რაღაც ახალი იპოვე, ის აღმოაჩინე, რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრია ან შეიძლება გიფიქრია და სახელის დარქმევა მხოლოდ ახლა, ამ ფილმის ყურების შემდეგ შეძელი.

თუკი ამგვარი განცდა ერთხელ მაინც გქონია ე.ი. გაგიმართლა და ტყუილად არ დაგიკარგავს დრო. ფილმს ნამდვილად შესწევს უნარი, შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულებები, ხასიათი და ცხოვრებაც კი.

ვინც იცნობს, მაგალითად, ვუდი ალენის, ჯეიმს  კამერონის, კვენტინ  ტარანტინოს  შემოქმედებას, დამეთანხმება, რომ მათ ფილმებს ნამდვილად შეუძლიათ უდიდესი ემოციური ზეგავლენის მოხდენა მაყურებელზე.

ზოგჯერ ფილმს შეუძლია იყოს  სამოტივაციო ხიდი ჩვენს ცნობიერსა და წარმატებას შორის.

 

გთავაზობთ ფილმებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ, თუ გსურთ დამატებითი მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

 

1.„საიდუმლო“ - ფილმი მოგვითხრობს პოზიტიური აზროვნების უდიდეს შესაძლებლობებზე, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ადამიანის გონებას და დადებით განწყობას. წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გიამბობენ თავიანთი წარმატების ისტორიას.

2.„სოციალური ქსელი“ - ფილმში აღწერილია სტუდენტის ისტორია, რომელიც საკუთარი ნიჭისა და უნარ-ჩვევების მაქსიმალური გამოყენებით აღწევს უდიდეს წარმატებას, ქმნის ისეთ სოციალურ ქსელს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით  ძალიან პოპულარული ხდება და ის საკუთარი ნიჭის წყალობით ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი ხდება მსოფლიოში.

3.„დიახ, ბატონო“ - ეს ფილმი დაგაფიქრებთ ყველა იმ შესაძლებლობაზე და შემოთავაზებაზე, რომლებზეც ოდესღაც უარი თქვით სხვადასხვა მიზეზების გამო.

“თქვით მილიონჯერ „დიახ“ და გაიმეორეთ ეს კიდევ მილიონჯერ!“

4.„უსაზღვრო“ - ფილმში ბრედლი კუპერი განასახიერებს უბრალო მწერალს, რომელიც შეძლებს გამოიყენოს თავისი გონებრივი შესაძლებლობების ასივე პროცენტი. ფანტასტიკური ჟანრის მიუხედავად, ფილმი დაგაფიქრებთ საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვროობაზე და ასევე, რისი მიღწევა შეგიძლიათ ცხოვრებაში.

5.„უოლ სტრიტის მგელი“ - ფილმი მოგვითხრობს ჯორდან ბელფორტის ცხოვრების რეალურ ისტორიას. მთავარი გმირია ღარიბი ბიჭი, რომელიც მიზნად დაისახავს მიაღწიოს წარმატებას, გახდეს მდიდარი და ქონდეს ყველაფერი, რაზეც ოდესმე უოცნებია. ეს ისტორია დაგეხმარებათ გადააფასოთ თქვენი ახლანდელი ცხოვრება და მოგცემთ მოტივაციას, ყველაფერი იღონოთ, რათა გახადოთ ის უფრო უკეთესი.

6.„მებრძოლთა კლუბი“ - ფილმი, რომელიც გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე წარმატების რამდენიმე გაკვეთილია. ტეილორ დიურენის მიხედვით, ეს ფილმი გათავისუფლებთ თანამედროვე ცხოვრების ტყვეობისა და ბორკილებისგან და გიბიძგებთ მიაღწიოთ წარმატებას.

 

გამოიყენეთ თავისუფალი დრო ნაყოფიერად, დაისახეთ მიზნები, უყურეთ სამოტივაციო ფილმებს, მიიღეთ დადებითი ემოციები, იარეთ წინ და გახდით წარმატებულები!

გახსოვდეთ, თითოეული ადამიანი უნიკალურია, თითოეული მათგანი უდიდეს პოტენციალს ფლობს და შეუძლია შეცვალოს სამყარო, იყოს  გამორჩეული და სასარგებლო როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის!

 

| გააზიარე
მოგწონთ?