როგორ გავხდეთ სამყაროს შეუცვლელი ნაწილი


ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი სამყაროს პატარა ნაწილები ვართ. იყო ადამიანი ნიშნავს, არავის ჰგავდე, ყველასგან გამოირჩეოდე და თან არასოდეს გავიწყდებოდეს, რომ იმ დიდი ორგანიზმის ნაწილი ხარ, სადაც ყველა თანასწორია. გახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები და არასოდეს არის გვიანი მოქმედებისთვის, საქმის თავიდან დაწყებისა და თუნდაც საკუთარი ცხოვრების შეცვლისთვის.
 

ჩვენ გაუჩერებლად თავს გვესხმის ფიქრები, თუ ვინ ვართ და რა შეგვიძლია, საით მივყავართ ჩვენს გზას. ხშირად გვეპარება საკუთარ თავში ეჭვი და ვსვამთ კითხვას: ,,საერთოდ მაქვს თუ არა რაიმე სახის დანიშნულება ამ ქვეყნად? და მაინც როგორი იქნებოდა აქაურობა ჩემ გარეშე?”
 

საკუთარი თავის შეცნობა ურთულეს ამოცანად დაგვისახავს, რადგან გვეშინია უნებურად ჩვენს თავში არ დავიკარგოთ.  შესაბამისად:

 

1. არასოდეს  დაკარგოთ ინდივიდუალიზმი
 

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულია. მთავარია ამის შეცნობა ჩვენვე შევძლოთ. სწორედ ჩვენი ინდივიდუალიზმი გვეხმარება ვიყოთ თანამედროვე სამყაროს შეუცვლელი ნაწილები. რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი თანასწორია, მაგრამ ამავდროულად, გამორჩეულიც. ჩვენ ჩვენი ინდივიდუალიზმი გვეხმარება ვიყოთ თანამედროვე სამყაროს შეუცვლელი ნაწილი.

 

2.იყავით თავდაჯერებული
 

უმთავრესი რამ, რაც ადამიანს სჭირდება საკუთარი თავის სწორად რელიზებისა და განვითარებისთვის არის იმის გააზრება, რომ ის განსაკუთრებულია. ამის შესახებ გარკვეული სახის ცოდნა ინტუიტურადაა ჩადებული თითოეულ ჩვენგანში, რაც გვძენს უმთავრესს - თავდაჯერებულობას. თავდაჯერებულობა კი ,,გვაიძულებს" ვიმოქმედოთ და დავისახოთ დიადი მიზნები.

 

3. იფიქრეთ საკუთარი თავის განვითარებაზე!

და ბოლოს, ეცადეთ იყოთ ყოველთვის საკუთარი თავი. ამოიცანით და განავითარეთ ის უნარები, რომლებიც თქვენშია. აუცილებელი არაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რბოლა გამართოთ. მთავარია, აირჩიოთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და არ გბეზრდებათ. იშრომოთ დაუღალავად და რაც ყველაზე მთავარია ისწრაფოთ განათლებისკენ. გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და წარმატება თავად მოგძებნით!

| გააზიარე
მოგწონთ?