საწოლის ქვეშ ბინადადებული ოცნებები


იდეასა და მოქმედებას შორის ჰორიზონტი მაშინ გაუფერულდა,  როცა მარცხი განიცადე და აზრი იმის შესახებ, რომ შენ „ახალ ამერიკას“ აღმოაჩენდი უკვალოდ გაქრა. ფიქრი ქმედებად მაშინ აქციე, როცა ამაოების ნაყოფმა იფეთქა შენში და მიხვდი რომ შენ საკმარისი არ იყავი. მაშინაც, როცა „ფართოდ დახუჭული თვალებით“, რწმენის მიუხედავად, ვერაფერი დაინახე და ჰო, კიდევ მაშინ, როცა თავაუღებელი შრომა არავინ დაგიფასა.

მერე? მერე ალბათ მოჰყევი სამყაროს უსამართლობაზე ფიქრს და განცდას იმის შესახებ, რომ ყველაზე რთულ მომენტში არავინ გამოგიწოდა დახმარების ხელი, თუმცა ეს ყველაფერი ამაოა იმის ფონზე, რაც  გაატანე წარსულს.ზოგადად, მას შემდეგ რაც გაიზარდე მუდმივად იმეორებ , რომ დაპატარავდნენ ადამიანები და საგნები შენს გარშემო. ის ბავშვიც დაპატარავდა და კიდევ უფრო მეტად დაგშორდა, რომელიც უპირობო ლიდერობას ისახავდა მიზნად. ჰო, სწორად ამოიკითხე, ბავშვი, რომელმაც მტვერმოდებულ საოჯახო ალბომში, ქმნადყოფილობიდან დღემდე, დაიდო სამუდამო ბინა. თუმცა, დღევანდელობით რომ შევაფასო, გეტყვი, რომ  ისევ ისე უციმციმებს თვალები, როგორც ბავშვობისას. თვალებს ვერც ცხოვრებამ და ვერც გადატანილმა ტკივილმა დაუკარგა ბავშვური ელფერი.   ჰო, შენ საკუთარი თავის წინაშე დადებული პირობა დაივიწყე, ის პირობა, ბავშვობის უძილო ღამეების შემდეგ საწოლისქვეშ ბინადადებული ოცნებები რომ დაარქვი. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა გაბრაზდე და გამკიცხო გულნატკენმა, მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად დაფიქრდები. დაფიქრდები, რადგან სხვა გზა არ გაქვს, რადგან იცი რომ ფიქრისა და გრძნობის სინთეზით გაცილებით შორს შეგიძლია წასვლა.

  • შენ, ვინც ფიქრი გაბედე და აზროვნების შენეულ ბილიკს გაუყევი წარმატებისთვის.
  • შენ, ვინც სამყაროს პულსაციას ყური უგდე და იდეა რელობად აქციე.
  • შენ, ვინც სამყაროს მიმოქცევის ნაწილად არ იქეცი და გაარღვიე ჯებირები.
  • შენ, ვინც ფიქრი ქმედებად დაისახე და იდეა წარმატების შენეულ ფორმულად გამოსახე.
  • შენ, ვინც ფიქრით შემოაღე ამ ქაოტური სამყაროს კარი და განაცხადე რომ შენ ამას შეძლებდი.
  • შენ, ვინც უსასრულო ტალანტს ბაბუაწვერად აღვივებ და სხვას უზიარებ განვლილს.
  • შენ, ვინც არ ჩაები აწმყოს ფერხულში და შენეული ნაბიჯები ააყოლე რიტმს.
  • შენ, ვინც გადმოლახე ზღვარი ჩემსა და შენს შორის და
  • შენ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხარ, გილოცავ საკუთარ თავზე გამარჯვებას, გილოცავ გამოღვიძებას, რადგან „არც ერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭიდება რამდენიც გაბედვა.”
  • “აქ და ახლა”
  • “ცადე კარგად ყოფნა!
  • ცადე სიამაყე!
  • ცადე, ნუ იქნები ისევ ისეთი!“

რადგან თავად ანგრევ ვაკუუმში მოქცეულ შენსავე ნაშენ კედლებს და მანიშნებ რომ დრო არის შენი მოქმედების, დრო არის გამოღვიძების.

| გააზიარე
მოგწონთ?