30 დღიანი გამოწვევა იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ


ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული, თუმცა ცხოვრებაში არსებობს უამრავი ისეთი ფაქტორი, რაც გვზღუდავს და თითქოს გვაფერხებს, რომ ჩვენი მიზნები სრულფასოვნად განვახორციელოთ. ვფიქრობ, აუცილებელია თითოეულ ამ ფაქტორზე ყურადღების გამახვილება, რადგან ისინი გვიბიძგებენ საკუთარი თავი უკეთესობისკენ შევცვალოთ. მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი მარტივი არ არის, საბედნიეროდ არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ყოველივე ნეგატიურის განეიტრალება. სწორედ ასეთია 30-დღიანი გამოწვევები, რომლებიც ,,გვაიძულებს“  სხვანაირად ვიცხოვროთ, ვაკეთოთ რაღაც ახალი ყოველდღიურად ამ გამოწვევის დასრულებამდე და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად. რაც მთავარია, ასეთი გამოწვევები ზრდისა და განვითარების საშუალებას გვაძლევს. გვიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი და შეგვიძლია ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან თუ გამოწვევასთან გამკლავება.

 

ოცდაათდღიანი გამოწვევა წერის მოყვარულთათვის

გამოწვევა გულისხმობს დაწერო ყოველდღე რაღაც შენთვის საინტერესო მთელი 30 დღის განმავლობაში. ამასთანავე შეგიძლია გათვალო სიტყვების მინიმალური რაოდენობა და ამის მიხედვით წერო ახალ-ახალი ისტორიები. აქვე გთავაზობთ გზებს, რომლის საშუალებითაც შეძლებ მიაღწიო დასახულ მიზანს.

1.დილით, სანამ წერას შეუდგები, აუცილებელია უარყოფითი და დამღლელი ფიქრებისგან გათავისუფლდე, ერთგვარად გაწმინდო გონება თუნდაც გამოუსადეგარი ინფორმაციისგან და შეძლო განტვირთვა. ეს დაგეხმარება, კარგად ჩამოაყალიბო შენი სათქმელი და მისცე ფიქრებს სწორი მიმართულება.

2.მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა. როცა იცი რა შედეგის მიღწევა გსურს, ეს გაძლევს მოტივაციას აკეთო მაქსიმუმი და არ დანებდე.

3.ძალიან კარგად მოქმედებს თვით-შეგულიანება, ანუ როცა საკუთარ თავს შთააგონებ, აძლევ ძალას  და ეუბნები - შენ ეს შეგიძლია! ასეთ დროს, იყენებ ძველ და ახალ გამოცდილებას, რათა შექმნა ღირებული პროდუქტი და დარწმუნდე შენს შესაძლებლობებში.

 

ეს გამოწვევა საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო თავდაჯერებულები და კრეატიულები, რაც წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

 

დაასრულე ის ყველაფერი, რაც გაფერხებს და არ გაძლევს უკეთესობისკენ შეცვლის შანსს.

ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რაღაც სირთულეები, არასწორი ურთიერთობები ან უბრალოდ ისეთი მოვლენები, რაც გვზღუდავს, შთაგონების ნაცვლად ნეგატიური ფიქრებით გვავსებს და არ გვაძლევს სრულფასოვანი ბედნიერების ქონის უფლებას. ამიტომაც საჭიროა მათზე რაც შეიძლება სწრაფად ვთქვათ უარი და გავთავისუფლდეთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებთ, აუცილებელია ორ რამეზე დაფიქრება:

1.პირველი, თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ჩვენთვის

2.როგორც შეგვიძლია მისი განხორციელება  

ეს გამოწვევა პირველ რიგში დაგარწმუნებთ, რომ ცვლილებები ზოგჯერ ძალიან კარგია და ის  ენერგია, რასაც ამ უარყოფით ფაქტორებზე ხარჯავდი შეგიძლია თამამად მიმართო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ.

 

ბოლო გამოწვევა საკმაოდ მარტივია, თუმცა უამრავი დადებითი შედეგის მომტანი

ყოველ დილით თითოეული ჩვენგანი ამოწმებს იმეილს ან შედის სოციალურ ქსელში, რაც უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. გამოწვევის მიხედვით კი, სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, მანამ 15 წუთის განმავლობაში უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ  დღეს ისეთი, რაც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავს.

შედეგად, ადამიანები იწყებენ ფიქრს, თუ როგორ დაგეგმონ დღე, ყველაზე ღირებული რა შეუძლიათ გააკეთონ, გაცილებით მოტივირებულები და მიზანდასახულები ხდებიან და ახალ ენერგიასა და ცვლილებებს უკეთესი მომავლის შექმნისთვის იყენებენ.

ნუ გადადებ ამ ყველაფერს ხვალისთვის ან იმ დროისთვის, როცა ჩათვლი, რომ მზად ხარ. დაიწყე ახლავე და დატკბი წარმატებით რაც შეიძლება მალე, რადგან შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!

| გააზიარე
მოგწონთ?