რამდენიმე რჩევა სამსახურის პირველ დღეს შთაბეჭდილების მოსახდენად


იმის მიუხედავად, რომ ახალ სამსახურში პირველი დღე საკმაოდ სტრესულია, შენ შეგიძლია ის შეცვალო. დაიწყე ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში წარმატებით.

პირველი შთაბეჭდილება სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის რამდენიმე მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ:

1.იყავი პოზიტიურად განწყობილი

არაფერი ქმნის პირველ დადებით შთაბეჭდილებას ისე, როგორც პოზიტიური განწყობა. დატოვე სახლში პრობლემები და აჩვენე ყველას, თუ რამდენს ნიშნავს შენთვის იმ მომენტში იქ ყოფნა. არ დამალო ენთუზიაზმი და მონდომება ახალი შესაძლებლობებისათვის.

 

2. ჩაიცვი ის, რაშიც ყველაზე თავდაჯერებული ხარ

თავდაჯერებულობა გაძლევს საშუალებას, რომ დაბრკოლების გარეშე გამოხატო შენი შესაძლებლობები. ისეთ მნიშვნელოვან დღეს კი, როგორიც პირველი სამუშაო დღეა, ეს ნამდვილად გჭირდება. ჩაიცვი პროფესიონალურად, მაგრამ ამავე დროს კომფორტულად. აჩვენე ყველას შესვლისთანავე, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ.

 

3.გამოცხადდი დროზე ადრე

გამოცხადდი დაახლოებით 15 წუთით ადრე. ასე სამუშაო დღის დაწყებამდე შეეჩვევი უცხო გარემოს: „მზად იყავი იმისთვისაც კი, რაც არ იცი“

 

4.იყავი ის, ვინც ხარ

მარტივია - იყავი ის, ვინც ხარ. რთულია თამაში, მოჩვენება იმის, ვინც სინამდვილეში არ ხარ, ამიტომ აჩვენე საკუთარი თავი, წარმოიდგინე, რომ შენს სახლში მეგობრების მეგობრებს გაცნობენ.  ეს არც არის სიმართლისგან შორს, რადგან ამ ადამიანებთან ერთად მოგიწევს შენი ცხოვრების საკმაოდ დიდი დროის გატარება. 

 

5.ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და გაიღიმე

უამრავი წვალების, გასაუბრების შემდეგ, როგორც იქნა მიიღე ის სამსახური, რომელიც ასე გინდოდა. ამიტომ იყავი ბედნიერი და არ მოგერიდოს ამის გამოხატვა, თუნდაც უცხო გარემოში. გაუღიმე ყველას, გააცანი შენი თავი, აჩვენე შენი ენთუზიაზმი და მონდომება. ამას შენი თანამშრომლები დაიმახსოვრებენ. იყავი მეგობრული და კომუნიკაბელური, არ მოგერიდოს ახალი თანამშრომლების გაცნობა.

 

6. ჩამოწერე გეგმა და გამოიჩინე ინტერესი

თუ რაიმეს ვერ გაიგებ, არ შეგეშინდეს კითხვების დასმის, თითოეული მათგანი შენს ადგილას იყო ერთ დღეს. ჩამოწერე გეგმა, ვინ რას და როგორ აკეთებეს, ასე გაგიადვილდება შენი ამოცანის შესრულებაც.

 

7. არ თქვა უარი შემოთავაზებებზე

წარმოიდგინე, რომ თანამშრომლებმა ლანჩზე დაგპატიჟეს, დაივიწყე შენი გეგმები, მიიღე შეთავაზება და აჩვენე ყველას, რომ მზად ხარ ახალი ურთიერთობებისათვის.

 

ამ ყველაფერთან ერთად არ დაგავიწყდეს, რომ ზედმეტიც არ ეცადო, რადგან უშეცდომო არავინაა, შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმე, მაგრამ ეს უჩვეულო არ არის. მოემზადე, დაგეგმე, მაგრამ ზოგჯერ დინებასაც მიჰყევი.
 

| გააზიარე
მოგწონთ?