როგორ ვისწავლოთ ბედნიერების აღქმა?


●ეძებთ ბედნიერებას და გგონიათ, რომ ვერ იპოვეთ?

●განიცდით ბედნიერების ნაკლებობას?

ეს სწორედ ის სტატიაა, რომელიც ამ ორ და არა მარტო ამ ორ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. თუ ხართ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში, გაიგებთ რაშია ბედნიერების საიდუმლო და როგორ გაიხანგრძლივოთ ბედნიერი მომენტები.

უპირველეს ყოვლისა მინდა გირჩიოთ შემდეგი რამ - მიმოიხედეთ თქვენს ოთახში, სადაც ახლა იმყოფებით. კარგად დააკვირდით მას, არის ეს  ადგილი და  გარემო კომფორტული თქვენთვის? ატარებს თუ არა თქვენი ოთახი დადებით აურას? გახსოვდეთ, ყოველთვის დააკვირდით თქვენს ოთახს და დროთა განმავლობაში მოიშორეთ ყველა ნივთი, რომელიც აღარ გჭირდებათ ან არასასიამოვნოა თქვენთვის ანუ ისეთი ნივთები, რომლებსაც უბრალოდ ინახავთ.

მერწმუნეთ, ნეგატიურ და არაკომფორტულ გარემოში თავს ბედნიერად ვერ იგრძნობთ, დაითრგუნებით ყოველთვის. ასევე გამოძებნეთ თავისუფალი დრო და შეუცვალეთ ავეჯს ადგილი, ეს ფიზიკური აქტივობა სიახლის შეგრძნებას გამოიწვევს. სიახლეები კი ბედნიერებისკენ მიმავალი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

მაშ ასე, თუ გარემო გააჯანსაღეთ და ფიქრობთ, რომ თავს კარგად გრძნობთ, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი.

„ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის კი ძალიან ცოტას“. - დენიელ კიზი

რატომ არის სიყვარულის გაზიარება ბედნიერებისკენ მიმავალი გზა? იმიტომ, რომ როდესაც გამოხატავთ სიყვარულს, აბედნიერებთ საყვარელ ადამიანებს, თუნდაც შინაურ ცხოველებს, რომლებიც ყოველთვის ელიან პატრონისგან გამოხატულ გრძნობებს. სხვისი გაბედნიერებით და გაცემული სიყვარულით კი ბედნიერი ხდებით თქვენც. ეს პირდაპირპროპორციული კავშირია.

თუ სიყვარული გაეცით და ბედნიერი დაბრუნდით თქვენს კუთვნილ გარემოში, საუკეთესო არჩევანი იქნება ჩართოთ მუსიკა. თუ შესაძლებელი იქნება ხმამაღლაც კი. დახუჭეთ თვალები და ეცადეთ მოდუნდეთ. წარმოიდგინოთ ან გაიხსენოთ თქვენთვის სასიამოვნო მომენტები. ამით ჰარმონიაში მოიყვანთ თქვენს სხეულს და გონებას. განიტვირთებით და შესაბამისად დაისვენებთ. დასვენებული ადამიანი ბედნიერია. ყოველთვის გამოიყენეთ მუსიკა დაღლილობის და სტრესის მოსახსნელად. ის უებარი წამალია.

 

● ისეირნეთ ბევრი

● გაუღიმეთ ადამიანებს

● იყავით პოზიტიურები

● გამოხატეთ გრძნობები

 

როდესაც მიხვდებით, რომ ბედნიერი ხართ, დაიმახსოვრეთ ის, რამაც ბედნიერება მოგანიჭათ და ისწავლეთ, როგორ გახადოთ ის განმეორებადი. ნუ დაითვლით წუთებს რამდენი ხანი გრძელდებოდა ბედნიერება, გახსოვდეთ „ბედნიერება წვრილმანებშია“ და თუ სულ რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში იქნებით, ნამდვილი ბედნიერებით ტკბობის შანსს დაკარგავთ.

და ბოლოს, როგორც შარლოტა ბრონტე იტყოდა: „ბედნიერებას ვერ უწოდებ ბედნიერებას, თუკი არავის უზიარებ“. გაუზიარეთ ბედნიერება თქვენს გარშემომყოფებს და ის ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.  

 

| გააზიარე
მოგწონთ?