გზა იდეიდან შედეგამდე


დიდ და წარმატებულ ადამიანად არავინ იბადება, ეს ადამიანის თავდაუზოგავი, ხანგრძლივი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია, მიზნის მიღწევა შეუძლია ყველას ვისაც საკმარისი სურვილი და მოტივაცია აქვს, ამისათვის-მზად არის თავი იდეას მიუძღვნას.

პირველი ნაბიჯი მიზნის მიღწევამდე არის, გაიგო თუ რისი კეთება გინდა ცხოვრებაში, თუ სად დაიმკვიდრო თავი, შენ უნდა იცოდე რა არის ის რისი კეთებაც სიხარულს მოგანიჭებს.

მეორე, შენ ის უნდა აქციო არა უბრალოდ ოცნებად რომელიც მხოლოდ ოცნებად რჩება უმოქმედებობის შემთხვევაში, არამედ მიზნად, რომლის მისაღწევადაც თავდაუზოგავად იშრომებ და მზად იქნები ყველაფერი გააკეთო მის მისაღწევად. მიზნის მიღწევა ისევე უნდა გინდოდეს როგორც სუნთქვა გინდა როდესაც წყლის ქვეშ ხარ.

მესამე, შენ უნდა დააგროვო მაქსიმალურად ბევრი ცოდნა იმ სფეროსთან დაკავშირებით რომელშიც გინდა თავი დაიმკვიდრო, განათლება უნდა აქციო ყოველდღიური ცხოვრების წესად ვინაიდან კონკურენტულ სამყაროში ცოდნა შენი უძლიერესი იარაღია.

მეოთხე რაც უნდა გააკეთო არის, რომ დააგროვო გამოცდილება. ყოველი ჩვენგანის განვლილი დღე ისტორიაა რომელიც რაღაც ახალს გვასწავლის, რა გავაკეთეთ სწორად ან არასწორად როგორ მოვიქეცით და როგორ უნდა მოვქცეულვიყავით, დასვი ამის შესახებ კითხვები და მიიღე მეტი ცოდნა და გამოცდილება როგორც შენი ისევე სხვისი ცხოვრებიდან.

და ბოლოს უნდა იცოდე რომ ცოდნა მხოლოდ პოტენციური ძალაა რომელიც ძალად დარჩება თუ არ გამოიყენებ. მას გამოყენება სჭირდება ეს კი მოითხოვს რომ იმოქმედო. არაა საკმარისი მხოლოდ იცოდე, არამედ მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გამოყენება ისწავლო და დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება.

| გააზიარე
მოგწონთ?