სიმდიდრის სახარება ანუ გზა 2 დოლარიდან 48 მილიონ დოლარამდე


იყო და არა, იყო რა, იყო ერთი შოტლანდიელი ბიჭი, ენდრიუ კარნეგი, რომელიც 1835 წელს ღარიბი ფეიქრის ოჯახში დაიბადა. დედა ფეხსაცმელებს კერავდა და ამით გაჰქონდათ თავი. 12 წლიდან, დედის ძალისხმევით, ოჯახი აშშ-ში გადავიდა უკეთესი მომავლისთვის. ენდრიუ მამას ქსოვილების ფაბრიკაში ეხმარებოდა და კვირაში 2 დოლარამდე გამოიმუშავებდა. რადგან სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ გააჩნდა, თვითგანათლებას მიჰყო ხელი, განსაკუთრებით მოსწონდა წიგნები პოლიტიკის, ისტორიის და მეცნიერების შესახებ. რამდენიმე რედაქციაში, წერილებს აქვეყნებდა სხვადასხვა თემაზე. თავის წერილებში  მონობის გაუქმებას ითხოვდა.

კარნეგმა - კურიერობიდან, რკინიგზის ტელეგრაფისტად გადაინაცვლა, შემდეგ უფროსის თანაშემწე გახდა. მუშაობის პარალელურად მეწარმეობის და მართვის ხელოვნებას ეუფლებოდა, 12 წელში კი უფროსის ადგილი დაიკავა.

21 წლის ენდრიუმ ბანკიდან 215 დოლარი და 50 ცენტი გამოიტანა, ერთ-ერთ კომპანიაში ინვესტიციის სახით დააბანდა, საიდანაც 5000 დოლარი წლიური მოგება მიიღო. ორ წელში, დაგროვილი დივიდენდები სანავთობო ბიზნესში ჩადო, თავად კი,  ხიდ.მშენის ბიზნესში გადაინაცვლა.

''ყველა კვერცხი ჩაალაგე ერთ კალათში და ყურადღებით ადევნე თვალი, ეს არის ბიზნესის კეთების ერთადერთი ხერხი“- ამბობდა ენდრიუ და ასეც იქცეოდა. ყველა რესურსი ფოლადჩამომსხმელ ქარხანაში ჩადო და ასე გადაიქცა ღატაკი ბიჭი, მილიონერ „ამერიკული ფოლადის მამად“. პატიოსანი იყო ენდრიუ, ბავშვობაში ნაპოვნი 500 დოლარი პატრონს დაუბრუნა, რაც მის 8 წლის შემოსავალს უდრიდა. შრომისმოყვარე, მოტივირებული  და მიზანდასახული იყო, ბავშვობაში პირად დღიურში წერდა „ვაპირებ, ჩემი ცხოვრების პირველი ნახევარი სიმდიდრის დაგროვებას მოვახმარო, ხოლო მეორე ნახევარი მის დარიგებას'' აასრულა კიდეც! 480 მილიონი დოლარი დააგროვა და აქედან  350 მილიონ დოლარზე მეტი, საქველმოქმედო მიზნებს მოახმარა. ძირითადი ორიენტირი ქველმოქმედების, განათლება და მშვიდობის დარგი იყო.

გააჩნდა სხვისი ნიჭის დაფასების უნარი, რისი წყალობითაც ძლიერი გუნდი შეკრიბა, ხუმრობდა კიდეც - ''ჩემი საფლავის ეპიტაფია ასეთი უნდა იყოს : აქ განისვენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად, ჭკვიანებს იზიდავდა.''

ენდრიუს, მოტივაციის მიცემის დიდი უნარი გააჩნდა, სწორედ მისი მიბაძვით დააარსეს საქველმოქმედო ფონდები: როკფელერებმა, ფორდებმა, რეინოლდსებმა და ა.შ. ქველმოქმედების ტრადიცია სწორედ კარნეგმა დაამკვიდრა, თვლიდა რომ ''ქველმოქმედება უმძიმესი პროფესიაა.''
ენდრიუ კარნეგი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა მეუღლე და ქალიშვილი. ქონების 10%  (25 მილიონი დოლარი) ნათესავებისთვის, ხოლო 90 % შოტლანდიაში, ინგლისსა და  აშშ-ში ქველმოქმედებისთვის.

მისი ცნობილი გამონათქვამები, ნამდვილად ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ:
 

  • “განსაზღვრე ზუსტად იმ თანხის ოდენობა,რომელსაც ისურვებდი, რომ გქონდეს.მონიშნეთ ის თარიღი,როდესაც თქვენი აზრით მოპოვებული გექნებათ აღნიშნული თანხა.“
  • ''მე იმ წარმატებას,რამაც ამდენი ფული მომიტანა, ვუწოდებ, ორგანიზებულ და მიზანმიმართულ ძალას, რომელიც შედგებოდა, რამდენიმე ათეული ადამიანის ტვინისგან.“
  • ''არ არსებობს იმაზე უფრო დამამცირებელი კერპთაყვანისმცემლობა, ვიდრე ფულის კულტია.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?