უორენ ბაფეტი გვირჩევს 10 წიგნს წარმატების მისაღწევად


უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რიცხვში შედის. ამერიკელები მას ამერიკის დიდ გურუსაც უწოდებენ. იგი ერთბაშად არ გამდიდრებულა და მისმა საქმიანობამ ბევრი ლეგენდაც შექმნა. უორენის წარმატება გარკვეულწილად იმ წიგნების დამსახურებაცაა, რომლებსაც ის ყოველდღიურად კითხულობს. იგი თავისი კარიერის დასაწყისში დღეში დაახლოებით 600, 750 ან 1000 გვერდს კითხულობდა და დღემდე ის თავისი დროის 80%-ს კითხვას უთმობს. 

მის მიერ შერჩეული საუკეთესო წიგნების ათეული კი ასეთია:

 

1. Security Analysis' by Benjamin Graham and David L. Dodd
როგორც უორენი აღნიშნავს, ეს წიგნი არის მისი რუკა ინვესტიციებისკენ მიმავალ გზაზე. იგი ამბობს, რომ გრეჰემი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა მის ცხოვრებაში მამის შემდეგ. 
     

2. Stress Test: Reflections on Financial Crises' by Tim Geithner

ბაფეტი თვლის, რომ მსგავსი წიგნები, რომლებიც არის ფინანსური კრიზისის შესახებ, აუცილებლად წასაკითხია ნებისმიერი მენეჯერისთვის. წიგნში ნაჩვენებია, როგორ ვმართოთ ორგანიზაცია კრიზისულ პერიოდში.
   

3. The Outsiders' by William Thorndike Jr

ბაფეტი ამ წიგნს გამორჩეულად მიიჩნევს, იგი არის აღმასრულებელი დირექტორების და კაპიტალის სწორად განაწილების შესახებ. წიგნს ასევე აღიარებს ფორბსი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს-წიგნს.
   

4. Where Are the Customers' Yachts?' by Fred Schwed

ბაფეტი მას ახასიათებს, როგორც ყველაზე სასაცილო წიგნს, რაც კი დაწერილა ინვესტიციების შესახებ. წიგნი სავსეა ბევრი სიბრძნითა და მრავალფეროვანი ხუმრობებით უოლ სტრიტის შესახებ, რომელიც დღემდე აქტუალურია.
 

5. The Little Book of Common Sense Investing' by Jack Bogle

ბაფეტი რეკომენდაციას უწევს მას, რათა გავითვალისწინოთ ფინანსური მრჩევლების რჩევები. წიგნის მოყვარულები ამბობენ, რომ ეს წიგნი შორსაა მომაბეზრებელი და მოსაწყენი განმარტებებისგან. თითოეული სტატისტიკური მონაცემი თუ გრაფიკი დაბალანსებულია რჩევებითა და ხუმრობებით.

 

6. Poor Charlie's Almanack' edited by Peter Kaufman
წიგნი მოიცავს  ინვესტიციების ერთგვარ ფილოსოფიას. 
   

7. The Most Important Thing Illuminated' by Howard Marks
ამ წიგნს ბაფეტი ახასიათებს, როგორც იშვიათს და გამოყენებითს. ავტორის მიზანია, დაეხმაროს ინვესტორებს წარმატების მიღწევაში.

 

8. The Making of the President' by Theodore White

ბაფეტი აღნიშნავს, რომ უყვარს პოლიტიკური წიგნები, განსაკუთრებით კი ეს წიგნი. აქ ყურადღება გამახვილებულია ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე, კანდიდატთა პიროვნულ ბრძოლებზე. ამ წიგნს აქვს სხვა პოლიტიკური თხზულებებისაგან განსხვავებული სტილი.
   

9. The Intelligent Investor' by Benjamin Graham

უორენ ბაფეტის თქმით, ამ წიგნმა მას მისცა გარკვეული ინტელექტუალური სტრუქტურა, სისტემა ინვესტიციებისთვის. ეს წიგნი ზუსტად და ნათლად აღწერს სათანადო ინტელექტუალურ სისტემას.

 

10. Jack: Straight from the Gut' by Jack Welch

ბაფეტი ჯეკ ველჩს ახასიათებს, როგორც ჭკვიანს, ენერგიულსა და აქტიურს. იგი თავისი ისტორიითა და გამოცდილებით ზეგავლენას ახდენს მკითხველზე და მათ შეუფასებელ გაკვეთილს აძლევს.

 

businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?