რა ხდება, როდესაც ცხოვრება ისეთ გზებზე გვატარებს, რომლებიც არ აგვირჩევია


როდესაც ადამიანი იბადება, მის თავში ათასი აზრი ტრიალებს. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და მიზნებიც ჩნდება მის ცხოვრებაში. მიზნებს თან სდევს ოცნებები და ასე იძენს ყოველდღიური რუტინა აზრს. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი ალტერნატივაა, რომ ადამიანი ოცნებებისკენ სწორად მიმავალ გზას დაადგეს. პატარა ბავშვმაც იცის, რომ ერთ დღეს აუცილებლად აუხდება თავისი ფერადი ოცნებები.

თუ გვსურს, რომ სასურველ წერტილს მივაღწიოთ, ამისათვის ალტერნატივებზე უარის თქმა და სწორად განსაზღვრული გეგმაა საჭირო. ასეთი გეგმის შედგენა არც ისე ადვილია. მისი არსებობა უკვე არის იმის დასტური, რომ ცხოვრება გვამზადებს ბრძოლისთვის და წინ დიდი თავგადასავლები გველის, ეს კი ყველაზე დიდი გამოწვევა და ჯილდოსაკენ მიმავალი გზაა.

მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დასახული გეგმა ვერ სრულდება? რა ვქნათ მაშინ, როცა რთულად სავალ გზას არ მივყავართ მიზნამდე? და რა მოხდება თუ მიუხედავად ყველა რისკისა, მაინც ვერ მივიღებთ იმას, რაც გულით გვინდა? ამ ყველაფერს ემატება უაზროდ განვლილი დრო, აღუდგენელი დანაკარგი, გაურკვევლობა, გაფლანგული ინვესტიცია.

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ოცნება არ არის თქვენი წარმატების გეგმა. ის თქვენი მიზნის პულსია, ერთგვარი რითმი და მამოძრავებელი ძალაა. ის დასტურია იმისა, რომ ცხოვრებას აქვს აზრი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი და ვიაროთ სიახლისკენ.

ზოგჯერ ასეთი გზა ლაბირინთივითაა, არის შემთხვევები, როდესაც დაცემა უფრო ადვილია, ვიდრე წარმატების ზენიტში ყოფნა. ხანდახან რაღაც უნდა განადგურდეს, რომ სხვა რამ აშენდეს. სინამდვილეში თუ ჩვენს განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, აუცილებლად დავინახავთ საამაყო მიღწევებს, რომელიც ჩვენი დიდებული გეგმების დანგრევამ გამოიწვია და იცით რატომ? ზოგჯერ ყველაზე დიდი ოცნებები სცენის მიღმა რჩება და ჩვენი პრიორიტეტების ჩამონათვალში მათ თვალსაც კი ვერ მოჰკრავთ. ცხოვრება ხშირად გვატარებს ისეთ გზებზე, რომლებიც ჩვენ არასდროს აგვირჩევია და სწორად ამიტომ არის ის ასეთი გამოწვევებითა და ჯილდოებით სავსე.

და დღეს თუ დაღლილობას ვგრძნობთ და ქაოსურია ირგვლივ ყველაფერი, მთავარია ვიცოდეთ,  რომ გარკვეულმა მარცხმაც ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მიგვიყვანოს მიზნამდე. წვრთნა სჭირდება არა იმედს, არამედ მოლოდინებს და თუ სწორად განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს, უფრო ადვილი იქნება მიზნის განხორციელება და ახდენილი ოცნებებით ტკბობა.


goalcast.com

| გააზიარე
მოგწონთ?