დაგუგლე, ანუ ვინ შექმნა გუგლი - ლარი პეიჯის წარმატების გზა


,,რაც  უფრო  ხშირად ცდილობთ რამეს მიაღწიოთ და მარცხდებით მით უფრო დიდი შანსია, ღირებულს გადააწყდეთ“_ ლარი  პეიჯი  ერთ-ერთი ყველაზე  წარმატებული კომპანიის ,,გუგლის“  დამაარსებელი, რომელმაც   წარმატებული კარიერა საკუთარი ნიჭის წყალობით ააწყო და დიდი კაპიტალიც დააგროვა.  მის გარეშე  ცხოვრება ალბათ ვერავის წარმოუდგენია XXI საუკუნეში.

ლარი პეიჯმა მოახერხა მიეღწია ისეთი სიმაღლეებისთვის, რასაც მხოლოდ ერთეულები აღწევენ. მოიპოვა აღიარება სიცოცხლეში, ადამიანები   ასეთებად  იბადებიან ან ცხოვრებისეული გამოცლიდებით იღებენ ცხოვრებისგან იმ ყველაფერს რაც მათ სურთ. მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი  იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს წარმატებული და ცნობილი, კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის წარმატებაზე  რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, უნარი,  შესაძლებლობა.

ლარიმ  26  წლის ასაკში მიაღწია წარმატებას გახდა ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის წარმატებული  სახე,  გაიცნო მსოფლიომ როგორც  ,,გუგლის“   დამაარსებელი. წარმატება – არის ის ურთულესი გზა, რომელიც შეიძლება ადამიანმა  აირჩიოს, სანამ  მწვერვალს მიაღწევ, უამრავი  სირთულის  გადალახვა გიხდება, თუ  ერთი სირთულის  გადალახვა შეძელი, უფრო  მეტის მიღწევის საშუალება აქვს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც  რთულად  მიაღწიეს სიმაღლეებს, უფრო მეტად იციან მიღწეულის ფასი. ცხოვრებიდან მიღებული  გამოცდილება უპირატესობაა სასურველის მისაღწევად  ,,გამოცდილება   უპირატესობაა,  მაგრამ   ზოგ შემთხვევაში  მან შეიძლება ხელიც შეგიშალოთ“.

წარმატების გზა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს: ვიღაცისთვის  ეს  თავგადასავალია, ვიღაცისთვის  კი ეს უბრალოდ ბედისწერაა.  
ლარი პეიჯისთვის ეს ნამდვილი  თავგადასავალია. მისი ბავშვობა გვაძლევს საშუალებას თქვათ, რომ მისთვის  წარმატება მარტივად არ მოსულა  და ნამდვილად დიდი  შრომის, ბრძოლის შედეგია.

ადამიანის  ცხოვრებაში  უმთავრესი მოტივაციაა. მოტივაცია ყველაფერში  საჭიროა,  განსაკუთრებით სამსახურში. მაშინ,  როდესაც   ხართ  მოტივირებული და ასევე  გყავთ  გვერდით  ასეთივე თანამშრომლები, ჩათვალეთ რომ  თქვენ საუკეთესო გუნდი ხართ და წარმატებას აუცილებლად  მიაღწევთ. მოტივაციასთან ერთად ადამიანი ხდება ამბიციური, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორია ენთუზიაზმი, მოტივაცია, მიზანი შრომა    და  ერთმანეთის  მხარში დგომა თანხვედრაში მოდის და ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. რაც შეიძლება ეფექტურად და  ხარისხიანად    გაკეთდეს   საქმე,   რაც   კიდევ   უფრო  მეტ  სტიმულს  მოგცემთ  შემდგომი საქმიანობისთვის. 

კომპანიის  წარუმატებლობა სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი  ჩვევების  არ  ქონით  არის გამოწვეული,  გავიხსენოთ  ლარი  პეიჯის   ცნობილი გამონათქვამი ,,ზოგიერთი კომპანია  კრახს კონკურენციისა და სასამართლეობის გამო კი არ განიცდის,  ისინი უბრალოდ, არასწორად მუშაობენ და ამბიციურობა აკლიათ“ .


ლანა ბურკაძე

| გააზიარე
მოგწონთ?