როგორ განვავითაროთ მეექვსე გრძნობა? - 4 ნაბიჯი


ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე საკითხის გადაჭრის გზებს ეძებთ და ლოგიკას სხვაგან მიყავხართ, ხოლო „რაღაც“ შინაგანი სხვა გზას გიჩვენებთ, უმეტესად ეყრდნობით ლოგიკას და განიცდით კრახს, ან ისეთ შედეგს ვერ იღებთ, როგორსაც ელოდით.

რატომ მოხდა ასე?! რა იყო ის „რაღაც“ რაც ჩაახშეთ და არ მოუსმინეთ, არ ენდეთ?! ეს თქვენი შინაგანი ალოგიკური, თუმცა ჭეშმარიტების გზამკვლევი - ინტუიცია გახლავთ.

ინტუიცია პირდაპირი გაგებით „განჭვრეტას“ ნიშნავს, მაგრამ რა არის ის? ის ე.წ მეექვსე გრძნობაა, რომელიც ცდილობს, მიგახვედროთ, დაგანახოთ მომავალი ვითარება. ეს არის საკითხი, რომელსაც ზუსტი ფორმულა გნებავთ ახსნა, არ მოეძებნება, მაგრამ რომელიც უმეტესწილად ამართლებს. ხშირად უნდა ვენდოთ ინსტინქტის დონეზე და მოვუსმინოთ ჩვენს ინტუიციას, უფრო მეტიც, განვავითაროთ ის... და აი როგორ:

 

1.მოუსმინე შინაგან ხმას

როდესაც დაიწყებ ამის კეთებას, უმეტესწილად იპოვი სწორ გზას როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობაში. როდესაც თქვენი შინაგანი ხმა „მართალი“ აღმოჩნდება, მოგემატებათ თვითრწმენაც. სწორედ თავდაჯერებული ადამიანები მოქმედებენ ინტუიციაზე დაყრდნობით და წარმატებასაც აღწევენ.

 

2. ისწავლე საკუთარი თავის ნდობა

ნუ შეიტანთ ეჭვს თქვენს თავში, ისწავლეთ საკუთარი თავის ნდობა, როცა მთელი სამყარო საპირისპიროს გიმტკიცებთ და თქვენი შინაგანი ინტუიცია სხვას გკარნახობთ და ამას გრძნობთ მთელი არსებით, თეორიულად დარწმუნებულიც კი ხართ, რომ არ ცდებით, სწორედ მაშინ ენდეთ ამ ხმას და დაინახავთ, რომ ეს მუშაობს.

 

3. ისწავლე 1+1-ის მარტივი პრინციპი

შექმენი შიდა მოძრაობის (ინტუიციის) ძალისა და გარე ძალის (მოტივატორების) ტანდემი. მიხვდები თუ რამდენი შეგძლებია, როდესაც გაორმაგებული ძალით ეჭიდები რაიმე საქმეს და გაოცდები შედეგით.

 

4. ისწავლე ინტუიციის სწორად გამოყენება

არის სფეროები, სადაც ინტუიცია არაფერ შუაშია, მხოლოდ მშრალი ლოგიკა და ცივი გონებაა საჭირო, მაგრამ არის საკითხები, სადაც უნდა ენდო ალღოს, მესამე ვარიანტში კი - ჩართო ორივე ერთად. შეიმუშავე პერსონალური ინსტრუქცია როდის, როგორ სჯობს. დააკვირდი სად გაამართლა და სად არა და ამის მიხედვით ჩამოაყალიბე საორიენტაციო რუკა.

თუ ამ ყველაფერს ასწავლი საკუთარ თავს, ცხოვრებაში უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგავ და მიაღწევ უფრო მეტს. ჩათვალე, რომ ინტუიციის სახით, გყავს საკუთარი სუფლიორი (მოკარნახე) და თუ გნებავს, ცხოვრების დიდ სცენაზე ფურორი მოახდინო, უსმინე მას! მაგრამ დაიცავი ბალანსი, დაიხვეწე სხარტ აზროვნებაში რათა მიხვდე, როდის მიენდო ,,სუფლიორს" და როდის იმოქმედო იმპროვიზირებულად.

| გააზიარე
მოგწონთ?