12 წიგნი, რომელიც გამდიდრებასა და პროდუქტიულობის ამაღლებაში დაგეხმარებათ


თუ გსურთ, ახალი წლიდან  უფრო პროდუქტიულები გახდეთ და გქონდეთ მაღალი შემოსავლები, ამ ყველაფერში შემდეგი 12 წიგნი დაგეხმარებათ. 

 

1. ,,Shoe Dog“- ნაიკის დამფუძნებლის, ფილ ნაითის, მოგონებანი

ეს წიგნი მოგვითხრობს ნაიკის დამაარსებლის, ფილ ნაითის შესახებ, რომელიც გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შევიძინოთ სასარგებლო უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

 

2. „სიმტკიცე: ჟინი და შეუპოვრობა” - ანჯელა დაქვორსი

ფსიქოლოგ ანჯელა დაქვორსს მიაჩნია, წარმატების მიღწევის მთავარ საიდუმლოს ნიჭი კი არა, არამედ შეუპოვარი ხასიათი წარმოადგენს.

 

3. „ცხოვრების დაგეგმვა: როგორ შევქმნათ ბედნიერი ცხოვრება“ - დეივ ევანსი და ბილ ბარნეტი

ამ წიგნის მეშვეობით თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ დაგეგმოთ ცხოვრება ისე, რომ ის მრავალმნიშვნელოვანი და ამავდროულად დამაკმაყოფილებელი გახადოთ.

 

4. ,,ორიგინალები: როგორ მოქმედებენ ნონ-კომფორმისტები მსოფლიოში" - ადამ გრანტი

ეს წიგნი მოკლედ სცემს პასუხს იმ კითხვას, თუ როგორ შეგვიძლია დავისახოთ ახალი მიზნები გარისკვის გარეშე.


5. ,,აუცილებელი: 12 ტექნოლოგიური ძალა, რომელიც შექმნის უკეთეს მომავალს“ - კევინ კელი

კელის ეს ბრწყინვალე წიგნი აუცილებელია მათთვის, ვინც ეძებს მითითებებს საკუთარ ბიზნესში და პირად ცხოვრებაში - სად იმუშაონ? როგორ გაყიდონ უკეთ?

 

6. ,,ჭკვიანურად, სწრაფად, უკეთესად“- პროდუქტიულობის საიდუმლოებები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში - ჩარლს დაჰიგი

წიგნის ავტორი გვიმხელს საიდუმლოებას, რომ მთავარი არა ის არის, თუ რას ფიქრობ, არამედ როგორ ფიქრობ.

 

7. ,,სიღრმისეული მუშაობა“ - წესები, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას „გაგიჟებულ“ სამყაროში, კელ ნიუპორტი

წიგნი მოიცავს ოთხ მთავარ წესს, რომლის მეშვეობითაც შეცვლით დამოკიდებულებას და ახალი უნარ-ჩვევების აღმოჩენას დაიწყებთ.

 

8. ,,უწესო: უწესრიგობის ძალა ცხოვრების შესაცვლელად“ - ტიმ ჰარფორდი

ჰარფორდი ხსნის, რომ ის უნარები, რაც ადამიანს გააჩნია: შემოქმედებითობა, მგრძნობიარობა - არის დაკავშირებული არეულობასთან და დაუდევრობასთან.

 

9. „#AskGaryVee: ერთი მეწარმის ისტორია ლიდერობაზე, სოციალურ მედიასა და თვით-გაცნობიერებაზე“ - გერი ვაინერჩაკი

გსურთ, იყოთ წარმატებული ბიზნესში და ამავდროულად მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან? მაშინ თქვენ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

 

10. ,,ქაოსის მაიმუნები სილიკონ ველზე“ - ანტონიო გარსია მარტინესი

მარტინესმა კომპანია Facebook-ში დაიწყო მუშაობა ადრეულ წლებში. ეს წიგნი მის ისტორიას მოგვითხრობს.

 

11. ,,ემოციური სისწრაფე“ - სიუზან დევიდი

ცვლილება ჩვენს გარშემოა, ჩვენი გზები ხშირად არასწორია. ჩვენ შეგვიძლია ემოციებისა და ქმედებების გათანაბრება.


12. ,,ელექტროსადგური“- ჯეიმს ენდრიუ მილერი

ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ეპოქა ჰოლივუდში.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?