ჯადოსნური ხმა, რომელიც გვეხმარება მივაღწიოთ დასახულ მიზანს და გავხდეთ წარმატებულები


სამყაროში წარმატებას რომ მივაღწიოთ აუცილებელია გვჯეროდეს საკუთარი თავის. თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის როდი სჯერათ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების და ეს არის  მარცხის მთავარი მიზეზი. შესაბამისად, ცხოვრებაში  მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ წარმატებას, რომლებმაც იციან რომ აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობები და ჯიუტად სჯერათ საკუთარი თავის. რადგან თუ თავად არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, როგორ შეძლებ გქონდეს საყვარელი საქმე, აკეთო ის და მიაღწიო წარმატებას.?!

თუმცა, საინტერესოა, საკუთარი თავის რწმენა დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემო ფაქტორებზე თუ ეს არის შინაგანი ხმა, რომელიც განუწყვეტლივ გვიმეორებს რომ ჩვენ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით აუცილებლად შევძლებთ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას და გავხდებით მისაბაძი ადამიანი. დამეთანხმებით, ეს ხმა ნამდვილად ჯადოსნური ხმაა, თუმცა აუცილებელია ვუსმინოთ მას, დავისახოთ მიზნები და ყოველდღიურად ვიშრომოთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ადამიანები კი, რომლებიც უსმენენ ამ ხმას, აქვთ კიდეც თავდაჯერებულობა და იციან, თუ ბოლომდე გაჰყვებიან  მას, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს და აისრულებენ ოცნებებს.

საკუთარი თავის რწმენა ყალიბდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ განათლებას ვფლობთ, გვაქვს თუ არა საქმე, რომლის პროფესიონალებიც ვართ. გვიყვარს თუ არა კითხვა, ვსაუბრობთ თუ არა უცხო ენაზე და ა.შ. ანუ  საკუთარი თავის რწმენა დამოკიდებულია ჩვენს მიღწევებზე. იმაზე თუ რისი კეთება გვიწევს ცხოვრებაში, გვაქვს თუ არა საყვარელი საქმე და მომავლის პრესპექტივა. საკუთარი თავის რწმენა კი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ, გავხდეთ უფრო ძლიერები, მიზანდასახულები და ავიხდინოთ ოცნებები.

თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანს წლების მანძილზე სჯერა საკუთარი თავის - იცის რომ შეუძლია გახდეს წარმატებული, მაგრამ ოცნების ასასრულებლად არაფერს აკეთებს. უბრალოდ  ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ რაღაც განსაკუთრებული ძალის წყალობით, გახდება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში საკუთარი უპირატესობის შეგრძნება ვერაფერს მოგიტანს. შენ ყოველ დღე უნდა გადადგა პატარა ნაბიჯები წარმატებისკენ, რადგან თუ ადამიანს  აქვს ნიჭი, მაგრამ არ შრომობს ყოველდღიურად, შეუძლებელია მიაღწიოს წარმატებას. ადამიანები, რომლებიც გახდნენ წარმატებულები ყოველთვის სჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების. ასე რომ მიბაძეთ მათ, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, გაიგეთ ვინ გსურთ რომ გახდეთ და შთაგონებულმა იმოქმედეთ ყოველ დღე. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

| გააზიარე
მოგწონთ?