აპლიკაციები, რომლებიც უცხო ენის შესწავლის პროცესს გაგიმარტივებთ


უცხო ენის შესწავლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. ვინაიდან ენების შესასწავლად მასწავლებელთან სიარული დროს და ძალისხმევას მოითხოვს, გთავაზობთ ბევრად მარტივ და სწრაფ საშუალებებს თქვენი მიზნის მისაღწევად. კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უცხო ენების შესწავლას ნამდვილად სწრაფად და მარტივად შეძლებთ, საკმარისია მხოლოდ ერთი აპლიკაციის გადმოწერა იმისთვის, რომ მიზანი დაისახოთ და სწავლას შეუდგეთ.



Duolingo

Duolingo, რომელიც 2013 წელს საუკეთესო აპლიკაციად აღიარეს, ერთი შეხედვით თამაშს ჰგავს. ყოველი სწორი პასუხი დამატებით ქულას უდრის. ამ აპლიკაციის მომხმარებლები ახალი ენის შესწავლას ხშირი გამეორებების, აუდიო გამოთქმებისა და დიალოგების საშუალებით ახერხებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაციისთვის განკუთვნილი გაკვეთილები მომხმარებლის ენის ცოდნის პროგრესის მიხედვით რთულდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს აპლიკაცია გაძლიერებული გრამატიკის შესწავლის საშუალებას არ მოგცემთ, რადგან მისი მთავარი მიზანი უცხო ენის სწრაფად და მარტივად შესწავლაა.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)

 

Babbel

Duolingo-ს მსგავსად Babbel სიტყვებისა და ფრაზების გამეორებაზეა ორიენტირებული. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია გერმანულის, იტალიურის, ფრანგულის, ჰოლანდიურის, პორტუგალიურის ან ესპანურის შესწავლა. Babbel-ის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებლებს სისტემაში ენის გარკვეულ დონეზე შესწავლის შემდეგ ნიშნულის გაკეთება და ამასთანავე პროგრესის შემოწმებაც შეუძლიათ.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)



Memrise

Memrise ესპანურის შესწავლის მსურველებს 250 ყველაზე გავრცელებული ესპანური სიტყვის შესწავლას სთავაზობს, ამ აპლიკაციის მიხედვით, მთავარი ამ სიტყვების დაზეპირება და მათი ხშირად გამოთქმაა. Memrise-ის გაკვეთილები მოიცავს ესპანურ სიტყვებს, რომლებსაც თან მოყვება ინგლისური განმარტება და აუდიო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა წარმოთქვათ ესა თუ ის სიტყვა ესპანურად. ერთი გაკვეთილის საშუალებით აპლიკაციის მომხმარებლები 15 ახალი სიტყვის შესწავლას შეძლებენ.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)


AnkiApp

იაპონურის შესწავლისთვის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა სწორედ AnkiApp-ის გადმოწერაა. სიტყვების დამახსოვრების შემდეგ, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეამოწმონ თავიანთი ცოდნა, ეს პროცესი კი დაახლოებით ერთი წუთი გრძელდება.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)



Busuu

Busuu სხვა აპლიკაციებისგან მომხმარებლების გაერთიანებით გამოირჩევა. 12 ენიდან სასურველის ამორჩევის შემდეგ, პროგრამა ადამიანების წახალისების მიზნით საშუალებას მოგცემთ უსმინოთ და ესაუბროთ მათ, ვისთვისაც თქვენ მიერ არჩეული ენა მშობლიურია, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთესად აითვისოთ უცხო ენა. ყოველი გაკვეთილის შემდეგ თქვენ ერთვებით იმიტირებულ დიალოგში, სადაც ვიდეოს საშუალებით გესაუბრებათ ადამიანი, თქვენ კი მოსმენის შემდეგ საპასუხო ვიდეო უნდა ჩაწეროთ. აღნიშნული აპლიკაციის წევრებს საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ ისწავლონ უცხო ენა, არამედ უკვე ნასწავლი გააუმჯობესონ, ან თავად გახდნენ მასწავლებლები.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)


იმისათვის, რომ უცხო ენა შეისწავლოთ, მხოლოდ მიზნის დასახვა, მონდომება და აპლიკაციის გადმოწერა დაგრჩათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ცოდნა განძია, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?