11 შეცდომა, რომელიც შენსა და შენს პირველ მილიონს შორის დგას


წარმატებული ადამიანების უმრავლესობა ამბობს, იყო მილიონერი - ეს წარმოუდგენელი არ არის. საქმისადმი ერთგულებით, მოთმინებით და ფოკუსირებით ეს სრულიად შესაძლებელია. ცნობილი მილიონრები იხსენებენ, რომ ყველაზე რთული პირველი მილიონის შოვნაა, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება.

მაგრამ რატომ არის რთული პირველი მილიონის მოპოვება? როგორც ისინი ამბობენ, არსებობს 11 მიზეზი, რომელიც ამაში ხელს გვიშლის.

 

1.თქვენ არ აზროვნებთ სწორად

ნაპოლეონ ჰილი თავის წიგნში ,,იფიქრე და გამდიდრდი“ ამბობს: მდიდარი ინდივიდები განსხვავებულად ფიქრობენ. ასე რომ, თუ გსურთ გახდეთ მილიონერი, შეცვალეთ თქვენი ფიქრები ფულზე და წარმატებაზე.

 

2.სრულყოფილებაზე ზედმეტად ზრუნვა

ცხოვრებაში  არაფერია სრულყოფილი. რაც უფრო მალე მიიღებთ ამას, მით მალე წახვალთ წინ.

ბიზნესის დაწყებისას, რაც მეტ დროს დახარჯავთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის სრულყოფაზე, მით მეტ დროს მისცემთ თქვენს კონკურენტებს დაიკავონ თქვენი ბაზარი და პოტენციური მომხმარებლები წაიყვანონ. 

 

3.ყველაფრის დახარჯვა, რასაც გამოიმუშავებთ

მდიდარმა ადამიანებმა იციან, როგორ იცხოვრონ თავისი საჭიროებების ფარგლებში, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი დახარჯონ რაც გამოიმუშავეს. ბევრი მდიდარი ადამიანი, მაგალითად უორენ ბაფეტი, ცხოვრობს მოკრძალებულ სახლში და მართავს პრაქტიკულ ავტომობილს.

 

4.არარეალური მოლოდინების შექმნა

მილიონერი ერთ ღამეში ვერ გახდები. ამას სჭირდება ხანგრძლივი შრომა და  მოთმინება.

როგორც ყველა მარათონის მორბენალი გეტყვით, თქვენ არ უნდა ელოდოთ 26 მილის გარბენას სათანადო ვარჯიშის და პირობების გარეშე. გადახედეთ თქვენს მიღწევებს და შესაბამისად გაიგეთ საით მიიწევთ.

 

5.სხვების ბრმად მინდობა

მდიდარი ადამიანების გამოცდილების და რჩევების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, თუმცა შეიძლება ყველაფერმა, რამაც მათთვის გაამართლა, თქვენთვის არ იმუშაოს. Apple-ის ან Microsoft-ის მსგავსად კომპანიის შექმნა დღეს შეიძლება აღარ იყოს გამართლებული. ამიტომ ჯობსის და გეითსის წარმატების გზას თუ ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვებით, ეს თქვენ ვერ დაგეხმარებათ.

გაიგეთ რა მუშაობს თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის და როგორ შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული თქვენს სფეროში.

 

6.საკრედიტო ბარათებზე ზედმეტად დამოკიდებულება

თუ ჭკვიანურად არ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათებს, ძალიან მარტივია ვალებში გახვევა. ეს ნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, ჭკვიანური ინვესტიციები გააკეთოთ ან ფული თქვენს ბიზნესში ჩადოთ, თქვენ იქნებით დაკავებული მაღალ პროცენტიანი ვალების გადახდით.

 

7.დაგეგმეთ მომავალი

მდიდარი ადამიანები სულ წინ იხედებიან და გეგმავენ მომავალს. მათ იციან, სად სურთ მისვლა და რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. ეს მათ ყველა დაბრკოლების გადალახვაში ეხმარებათ.

თუ ახალ ბიზნესს იწყებთ, თქვენ დაგჭირდებათ გეგმა მომავლის ხედვით - როგორ მოიზიდავთ და შეინარჩუნებთ მომხმარებლებს და გამოკვეთილი განსხვავება კონკურენტებისგან.

 

8.არასწორ ადამიანებთან ურთიერთობა

მდიდარი ადამიანები არ ხარჯავენ თავის დროს არასწორ ადამიანებთან. აქ იგულისხმება მაგალითად ნეგატიური ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ გეუბნებიან, რომ შენ ვერ აიხდენ შენს ოცნებებს.

ამის ნაცვლად, წარმატებული ადამიანები დროს მსგავსი აზროვნების ადამიანებთან ერთად ატარებენ, რომლებიც არიან მოტივირებული, მონდომებული და ფიქრობენ იმაზე, თუ რა შესანიშნავი იქნება მათი მომავალი. 

 

9.ყველაფრის თავად გაკეთება

შეუძლებელია ყველაფერი თავად გააკეთოთ. თქვენ უნდა დაიქირაოთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც სუსტი მხარეების გაძლიერებაში დაგეხმარებიან. ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ გარე რესურსები და დაიწყეთ დავალებების დელეგირება.

 

10.საჭირო დროს საჭირო ადგილას არ ყოფნა

ინვესტირებას ახდენთ თუ ბიზნესს იწყებთ, დრო და ადგილი არის ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ იოცნებოთ, გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებიც ზუსტად თქვენ წინ არის.

 

11.თქვენ არ გჯერათ საკუთარი თავის

ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს ის, რომ თქვენ თავად არ გჯერათ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. ენდეთ თქვენს ინტუიციას და ის სხვების აზრზე წინ დააყენეთ.

როგორც დეილ კარნეგი ამბობს: "უმოქმედობა ეჭვს და შიშს იწვევს. ქმედება ბადებს თავდაჯერებულობას და სიმამაცეს. თუ გსურს შიში დაძლიო, სახლში ნუ დაჯდები და ნუ იფიქრებ მასზე. გარეთ გადი და იმოქმედე."

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?