როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი? - რჩევები რეზიუმეს შესადგენად


როგორი უნდა იყოს კარგი რეზიუმე, რომ თქვენი კანდიდატურა საინტერესო გახდეს დამსაქმებლებისათვის? ამ კითხვაზე პასუხს მოცემულ სტატიაში იხილავთ.

 

პრაქტიკაში რეზიუმეს ორი ფორმატი არსებობს: ფუნქციური და შებრუნებული ქრონოლოგიით.

 

ფუნქციურ ფორმატში ინფორმაცია კატეგორიებადაა დაჯგუფებული: განათლება, პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები. უნარ-ჩვევები შეიძლება შეიცავდეს კომპიუტერის, ენების ცოდნას ან სხვა, თქვენი პროფესიისათვის საჭირო უნარებს. ასევე ემატება სხვა კატეგორიები თქვენი მიღწევებისა და დაკავებული თანამდებობების მიხედვით: ჯილდოები, პუბლიკაციები, ინტერესთა სფერო ან გატაცება.

შებრუნებული ქრონოლოგიური წყობა ისეთი ფორმატია, სადაც პირველ ადგილას უახლესი გამოცდილება გადმოგაქვთ. მას მოჰყვება უფრო ადრინდელი გამოცდილება და ა.შ. ასეთი ფორმატი მოხერხებულია, რადგან შესაძლებლობას იძლევა, თვალი მივადევნოთ, როგორ და რა მიმართულებით ვითარდებოდით და რამდენად გამოდგებით იმ კონკრეტული საქმიანობისათვის, რომელზედაც განცხადება გაქვთ შეტანილი.

ასევე არსებობს ქრონოლოგიური ფორმატი. მასში არის ასახული ყველა საჭირო ინფორმაცია მწყობრად, უძველესიდან უახლესისკენ. ეს ფორმატი წინ წამოწევს ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას და უკან გადააქვს უმთავრესი, ამიტომ გირჩევთ ამ ფორმატს ნუ გამოიყენებთ.

მას შემდეგ რაც უკვე აარჩევთ სასურველ ფორმატს, დაიწყეთ რეზიუმეს შევსება და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
 

●მაქსიმალურად ეცადეთ, რეზიუმეში ის დეტალები გაამუქოთ, რომელიც კონკრეტული ვაკანსიისთვის არის აუცილებელი, ანუ შესაბამის განცხადებას მოარგეთ ის.


●პოტენციურ დამქირავებლებს ბევრი განცხადების კითხვა უყვართ, ამიტომ ზედმიწევნით უშეცდომოთ შეადგინეთ რეზიუმე. თუნდაც უმნიშვნელო ორთოგრაფიული შეცდომა, შეიძლება თქვენი კანდიდატურის დაწუნების მიზეზი გახდეს.


●რეზიუმე უნდა შეიცავდეს ყველა იმ პირად და აუცილებელ მონაცემებს, რომლებიც საინტერესოა დამსაქმებლისათვის (სახელი, გვარი, დაბადები თარიღი, ტელ. ნომერი, E-mail, განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები, ენებისა და კომპიუტერის უნარ-ჩვევების ჩათვლით)


●მიუთითოთ რეკომენდატორების ვინაობა, ეს უფრო დამაჯერებელს გახდის თქვენს კანდიდატურას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ დარწმუნდით, რომ ისინი დაგთანხმდებიან  რეკომენდაციის მოცემაზე და დადებითად დაგახასიათებენ.  


●თავში ნუ დააწერთ „რეზიუმე“-ს, რადგან ყველასათვის ისედაც ცნობილია, რა სახის განცხადებაა ეს.


●ნებისმიერი ფორმატის არჩევის შემთხვევაში, ერთ-ორ გვერდზე მეტს ნუ დაწერთ. 


●იყავით ნეიტრალური, არ ისაუბროთ პირველ პირში: “მე შევძელი“, „მაქვს შესანიშნავი/ განსაკუთრებული უნარი“. 


●რეზიუმეს შევსების ბოლო ეტაპზე, ყურადღებით წაიკითხეთ ის ხელახლა, ეცადეთ იპოვოთ შეცდომები, შეცვალეთ, შემდეგ კი კარგად შეამოწმეთ, რომ რეზიუმეს წყობა არ დაირღვეს.

 

და ბოლოს, მართალია, რეზიუმეს შედგენის ბევრი სტანდარტული ფორმატი არსებობს, თუმცა იყავით მეტად შემოქმედებითი და გამოიყენეთ  იმპროვიზაციის უნარი. მთავარია, ინფორმაცია ლაკონური, ნათელი და მაქსიმალურად კონკრეტული იყოს. კარგად გამოკვეთეთ თქვენი მიზანი და ეცადეთ, რომ მთავარი სათქმელი კარგად ჩანდეს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?