ცხოვრება შეზღუდვების გარეშე - ნიკ ვუიჩიჩი


ნიკოლას ჯეიმს „ნიკ“ ვუიჩიჩი არის ორატორი, რომელიც ტეტრა-ამელიის სინდრომით დაიბადა. მას არ აქვს ხელები და ფეხები, გააჩნია მხოლოდ ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. იმის მიუხედავად, რომ ნიკს ჰქონდა რთული მენტალური პრობლემები დაავადებიდან გამომდინარე  და 10 წლისამ  თავის მოკვლაც სცადა, საბოლოოდ გადალახა ეს  წინაღობა და  დღეს ის გამოდის სამოტივაციო სიტყვით სხვადასხვა ქვეყანაში და მრავალი აუდიტორიის წინაშე.

17 წლის ასაკში ნიკმა უკვე დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“). მას ყველაფრის მიუხედავად შეუძლია დაკავდეს ცურვით, სერფინგით, წეროს და იმუშაოს კომპიუტერთან. ნიკი არის ადამიანი - მოტივაცია, რომელიც არა თუ სიბრალულს იწვევს ადამიანებში, არამედ მათ აძლევს სტიმულს.

 

 

გთავაზობთ ნიკ ვუიჩიჩის რჩევებსა და შეხედულებებს მოტივაციისთვის:


•შიში არის ყველაზე დიდი შეზღუდვა, რომელიც მეტად პარალიზებულს გხდის, ვიდრე ინვალიდის ეტლში ყოფნა.

•გადადგი პატარა ნაბიჯები სწორი მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა ნაბიჯები, მთავარია, იარო წინ, შენი მიზნებისკენ.

•არ არსებობს მოკლე და მარტივი გზა, დიდი და ხანგრძლივი ბედნიერებისკენ.

•ცხოვრება კიდურების გარეშე თუ ცხოვრება შეზღუდვების გარეშე?

•ხშირად ადამიანები მეკითხებიან, როგორ ვახერხებ, ვიყო ბედნიერი ხელებისა და ფეხების გარეშე. მე სწრაფადვე ვპასუხობ, რომ მაქვს არჩევანი. შემიძლია ვიყო გაბრაზებული იმის გამო, რომ არ მაქვს კიდურები ან ვიყო მადლიერი, რომ მაქვს მიზნები. მე ვირჩევ მადლიერებას.

•მე არ მსურს, ვიყო ვინმეს მიზეზი, რომ სძულდეს თავისი ცხოვრება. მინდა, ვიყო მიზეზი, ვის გამოც მიაღწევენ რაიმეს ცხოვრებაში.

•შეუძლებელი არაფერია.

•მე ვისურვებდი, რომ ბევრი რამ იყოს განსხვავებულად ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ იმის ცოდნა, რომ მე შემიძლია ვიყო ვინმესთვის სასწაული, ხდის ჩემს ცხოვრებას ღირებულს.

•და ბოლოს, არასდროს დანებდე და იცოდე, რომ ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა შენი და უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?