7 გზა იმისთვის, რომ მუშაობა ნაყოფიერად დაიწყოთ


ოფისში მისვლიდან პირველი 10 წუთი წყვეტს თუ როგორი იქნება თქვენი დღე. ერთმა პატარა, დილის შეცდომამ შეიძლება მთელი დღე გააფუჭოს. საჭიროა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მცირე ცვლილებების შეტანა, სამაგიეროდ სამსახურში ყოფნა თქვენთვის უფრო პროდუქტიული გახდება.

1. სამსახურში დაგვიანება.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თანამშრომლები, რომელებიც რეგულარულად იგვიანებენ სამსახურში, ვერ ახერხებენ უფროსის მოხიბვლას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად მონდომებულნი არიან დარჩენილი დღის განმავლობაში, ან რამდენად კარგად აკეთებენ საქმეს. ამ დროს თქვენი თანამშრომელი, რომელიც არც ისე კარგად მუშაობს, მაგარამ სამსახურში დროზე მოდის უკეთეს შეფასებებს მიიღებს. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანოთ სამსახურში!

2. თანამშრომლებთან უხეშად მოქცევა.
რა უნდა გააკეთოთ ოფისში შესვლისთანავე? აუცილებლად მიესალმეთ და გულწრფელად გაუღიმეთ თანამშრომელებს! გუნდის წევრებთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ. თუ უყურადღებო იქნებით მათ მიმართ, ისინიც ნაკლებად მოინდომებენ თქვენთან ურთიერთობას.

3. უთხარით არა ყავას!
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყავის დალევა 9:30 სთ-მდე ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სტრესის ჰორმონი განსაკუთრებით აქტიურია 8 სთ-დან 9 სთ-მდე და პირველი ფინჯანის მირთმევა მანამ, სანამ ბოლომდე გაიღვიძებთ სინამდვილეში ხელს უშლის გამოფხიზლებას. ასე რომ თუ თავს დილით მოდუნებულად გრძნობთ, ეს ყავის ბრალია. ჯობს ჩაის მოყვარულების მხარეს გადახვიდეთ.

4. არ უპასუხოთ ყველა მეილს დილით!
ეს ბევრისთვის კიდევ ერთი ცუდი ჩვევაა. პირველი რამ, რასაც ადამიანების უმეტესობა აკეთებს არის მეილების წაკითხვა და პასუხის დაბრუნება. თუ თქვენ მიიღეთ მნიშვნელოვანი წერილი, რომელზეც აუცილებელია პასუხის დაბრუნება, რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოიქცეთ, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ასე არ გააკეთოთ.ისწავლეთ სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილება.

5. თავი აარიდეთ ზედმეტად გადატვირთვას.

მართალია, დილით ჩვენი ენერგია პიკზეა მაგრამ მაინც ნუ გადაიტვირთებით ზედმეტად, შემდეგ დაღლილობა შეგაწუხებთ და დარჩენილი დღე უნაყოფოდ ჩაივლის.

6. შეადგინეთ ცხრილი!
ოფისში მისვლამდე გააკეთეთ ცხრილი. რა ამოცანები დგას დღეს თქვენ წინაშე და რა დრო უნდა დაუთომოთ ამა თუ იმ საქმიანობას. როდესაც ჩამოწერთ ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ იმ დღეს, უკვე მიხვდებით რა სისწრაფით უნდა იმუშავოთ, რომ დაკისრებული მოვალეობები შეასრულოთ.

7. არ დანიშნოთ შეხვედრები დილით.
ბევრ ორგანიზაციაში, სამწუხაროდ, ასე იქცევიან, მაგრამ სინამდვილეში, დილით დანიშნული შეხვედრები ცუდად მოქმედებს გუნდზე. ასე რომ თუ თქვენი მოვალეობაა გუნდის შეკრება, დანიშნეთ შეხვედრა სულ ცოტა სამუშაო დღის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, რადგან ამ შეხვედრებს თან ახლავს გარკვეული სიმძიმე და მღელვარება.

ნაყოფიერ და პოზიტიურ სამუშაო დღეს გისურვებთ! 


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?