8 აპლიკაცია, რომელიც ყველა წარმატებულ ბიზნესმენს სჭირდება


ალბათ დამეთანხმებით, რომ რთული წარმოსადგენია ერთდროულად თვალყური ადევნო შენს ,,ექაუნთს’’, დაამყარო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, გაუძღვე საქმეს დასახული გეგმის მიხედვით, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმატებული ბიზნესმენი ხარ და ამ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით ცხოვრობ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომელთა ჩამოტვირთვის შემდგომაც თქვენი ცხოვრება უფრო გამარტივდება:

 

1. Accompany

თუკი ამ პროგრამას დააკავშირებთ თქვენს Gmail-თან, Facebook-თან, Twitter-თან და Google Calendar-თან, შეძლებთ მარტივად გაავრცელოთ თქვენი წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია თქვენს კონტაქტებთან. მისი საშუალებით აიცილებთ ზედმეტ გაუგებრობას და გაზრდით თქვენი საქმის ეფექტიანობას.


გადმოსაწერი ბმული

 

2. Pocket

ხშირად არ გაქვთ დრო წაიკითხოთ საინტერესო სტატიები ან უყუროთ ვიდეო ჩანაწერებს?!. ამ პროგრამის გადმოწერით თქვენ შეძლებთ შეინახოთ ყველაფერი თქვენთვის საინტერესო, რომლის ნახვასაც ოდნავ მოგვიანებით აპირებთ. თანაც მისი გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტთან წვდომის გარეშეც.


გადმოსაწერი ბმული (Android)

გადმოსაწერი ბმული (iOS)

 

3. Slack

ჯგუფური კომუნიკაციის საშუალება, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ინფორმაციის მიღებას, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ონლაინ რეჟიმის ფუნქცია აქვს და დღესდღეობით 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)

 

4. Motivation Daily & Positivity

თითოეულ თქვენგანს წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ხშირად გსურთ, რომ ვინმემ ან რაიმემ მოტივაცია აგიმაღლოთ. თითქოს ერთი ბიძგი გჭირდებათ, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ მიზნებს. ეს პროგრამა ზუსტად თქვენთვისაა. ის გაპოვნინებთ ყოველდღიურ მოტივაციას, საინტერესო გამონათქვამების, რჩევების სახით და ა.შ


გადმოსაწერი ბმული

 

                          დაკავშირებული სტატია: 6 აპლიკაცია, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას

 

5. Salesforce1

ამ პროგრამის ჩამოტვირთვით, თქვენ მარტივად შეძლებთ, რომ მართოთ თქვენი ბიზნესი მობილური ტელეფონის დახმარებით და დაამყაროთ ურთიერთობა თქვენს მომხმარებლებთან. იგი დაგეხმარებათ შექმნათ ,,მომსახურეობის ბიზნეს ცენტრი", რომელიც მოიცავს მარკეტინგს, გაყიდვებს, ბიზნეს ანალიზსა და კლიენტთა მომსახურეობის სერვისებს. შესაბამისად, იგი დაგეხმარებათ უკეთესი კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენს მომხმარებლებთან და გაზარდოთ თქვენი ბიზნესის ეფექტიანობა.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)

 

6. 1Password

დამეთანხმებით რთულია, ერთდროულად რამდენიმე პაროლისა თუ კოდური სიტყვის დამახსოვრება. ეს პროგრამა საშუალებას მოგცემთ ონლაინ რეჟიმში შეინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ამ პაროლს მიღმაა ამოფარებული. აგრეთვე მას აქვს დამატებითი ფუნქციაც, რომელიც დაგეხმარებათ არა მარტო კოდური სიტყვის, არამედ საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების, ლიცენზიების უსაფრთხოდ შენახვაში.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)

 

7. HelloSign

ეს პროგრამა საშუალებას მოგცემთ ოფისში მისვლის გარეშე, გააფორმოთ შეთანხმებები და კონტრაქტები.  ის ასევე აგარიდებთ ბეჭდვის, ხელის მოწერის პროცესს და სკანირებულ ფაილს გადმოგიგზავნით უკან. იგი მარტივად, თითის ანაბეჭდის საშუალებით აგარიდებთ დამღლელ პროცედურებს.


გადმოსაწერი ბმული (iOS)

გადმოსაწერი ბმული (Android)

 

8. Box

საუკეთესო აპლიკაცია, ვისაც სურს, რომ უსაფრთხოდ გაუზიაროს ინფორმაცია, ფაილები თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს. თქვენ გეძლევათ საშუალება თქვენს წევრებთან ერთად შეასწოროთ, შექმნათ, განიხილოთ ინფორმაცია ამ რეჟიმში. ასევე თავიდან აგაცილებთ ყველასთვის სათითაოდ ელექტრონული წერილის გაგზავნას.


გადმოსაწერი ბმული

| გააზიარე
მოგწონთ?