მოიპოვეთ ბედნიერების გასაღები


საკუთარ თავთან მიმართებაში იყო პოზიტიურად განწყობილი მიუხედავად ბევრი სირთულისა, მაინც მარტივია იმასთან შედარებით, რომ იყო პოზიტიური გარშემომყოფებთან მიმართებაში.

ადამიანებთან ურთიერთობისას მუდმივად უნდა აკონტროლო საკუთარი ემოციები, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, მუდმივად უნდა ავარჯიშოთ საკუთარი თავი და ისწავლოთ, თუ როგორ აირიდოთ ის ნეგატივი, რომელსაც დანარჩენი ადამიანები გვახვევენ თავს.

როგორც ცნობილია, ადამიანები სტიმულზე რეაგირებენ, ამიტომ გაიხადეთ ცხოვრების წესად გარშემომყოფების შექება. ადამიანებისგან პოზიტიური განწყობის მოპოვება წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. ეცადეთ ადამიანებს ხშირად გაუღიმოთ და უთხრათ მხოლოდ კარგი, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მათ უარყოფით თვისებებზე. თუ ხშირად გაუმეორებთ ადამიანს რომ ის კარგია, აუცილებლად შეეცდება გაამართლოს თქვენი იმედები.

თქვენი აზრი თქვენი მაგნიტია სამყაროში. ამიტომ იფიქრეთ ბევრი კარგი, ისურვეთ ყველაფერი საუკეთესო, ჩართეთ მთელი თქვენი წარმოსახვა, იფიქრეთ კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ და რა დროში, წარმოიდგინეთ დეტალურად სად გსურთ მოღვაწეობა, მოგზაურობა და ა.შ. შემდეგ აიღეთ კალამი, ჩამოწერეთ თქვენი მიზნები ფურცელზე და დაიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მათ მისაღწევად.

ძალიან მალე თქვენი პოზიტიური აზროვნება სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. მიიღებთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გასაღებს, რომელსაც ბედნიერების გასაღები ჰქვია.


ხათუნა გურგენიძე

| გააზიარე
მოგწონთ?