პოზიტიური აზროვნება ნეგატიური აზროვნების წინააღმდეგ


დამეთანხმებით, რომ როდესაც პოზიტიურ აზროვნებაზე ვსაუბრობთ, პარალელურად გვახსენდება ნეგატიური აზროვნება, რომელიც მას უპირისპირდება. ადამიანის გონებაში ხომ გამუდმებით მონაცვლეობენ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი აზრები და ეს ბუნებრივი მოვლენაა. მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ უარყოფით აზრებსა თუ ფიქრებს და ყოველთვის ვიყოთ მზადყოფნაში  მათთან საბრძოლველად.

 

წარმოგიდგენთ ფრაზებს, სადაც პოზიტიური აზროვნება ნეგატიურს უპირისპირდება.

 

● „პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება  თანაბარი ძალებით იბრძვიან ადამიანის გონებაში, ხოლო ერთ-ერთის გამარჯვება ან დამარცხება მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული.“

●„იყავი განსხვავებული, იაზროვნე პოზიტიურად! თუმცა განსხვავებულში ერთეულები იგულისხმებიან, სამყაროს კი ბევრი ასეთი განსხვავებულად მოაზროვნე სჭირდება.“

●„საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება წარმატების მისაღწევად გასავლელ გზას საგრძნობლად ამცირებს.“

●„პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებს, თვითმოტივაციის უნარი გააჩნიათ.“

●„შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ პოზიტიურ აზროვნებას ყოველთვის პოზიტიურ შედეგამდე მივყავართ,  ხოლო ნეგატიურ აზროვნებას... ვფიქრობ, ადვილი გამოსაცნობია... არჩევანი თქვენზეა!“

●„პოზიტიურ აზროვნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, ის ყოველდღიურ გამომუშავებას საჭიროებს, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცით ჩვენგან რა მანძილზეა ჩასაფრებული მისი მოწინააღმდეგე.“

 

შეცვალეთ ფიქრები, იაზროვნეთ დადებითად და ეს ყველაფერი საქციელში გადაიტანეთ. გაუზიარეთ სხვებს თქვენი განწყობა და თუ დიდი მცდელობის მიუხედავად ნეგატიურმა აზროვნებამ მაინც იჩინა თავი, არ შეგეშინდეთ. გახსოვდეთ, მთავარი მცდელობაა და ყველაფერი გამოგივათ!

 

თეონა გლოველი

 

| გააზიარე
მოგწონთ?