რას აკეთებენ ნამდვილი გამარჯვებულები განსხვავებულად?


1. არ ნებდებიან

გამარჯვებულები უბრალოდ მიიწევენ მიზნისკენ. მათაც სტკივათ და განიცდიან, მაგრამ აგრძელებენ გზას და ამ ფაქტებს ყურადღებას არ აქცევენ.

 

2. არიან მეტად მონდომებულები

ყოველთვის არის მიზეზი იმისთვის, რომ დანებდნენ და ეს ადვილი გზაა. მაგრამ გამარჯვებულებმა იციან, რომ ეს არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.

 

3. ყოველთვის ფოკუსირებას ახდენენ იმაზე, რაც მათ სურთ

მიზნები შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ ცოტა ეშინოდეთ კიდეც, თუმცა იციან, ეს არ უნდა გახდეს „ხელის ჩაქნევის“ მიზეზი.

 

4. რისკავენ

ისინი მიდიან რისკზე, რადგან იციან, რომ განსხვავება გამარჯვებულსა და წაგებულს შორის ხშირად არის ის, თუ რომელია უფრო მამაცი და არა ის, თუ რომელია უფრო გონიერი.

 

5. ასრულებენ სამუშაოს გულმოდგინედ

მათ კარგად იციან, რომ სასურველის მისაღწევად, იქიდან უნდა დაიწყონ, სადაც ბოლოს გაჩერდნენ.

 

6. მიიწევენ წინ დამოუკიდებლად

ასეთ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა არის „სურვილის“ ძალა და თავიანთ სურვილებს მიჰყვებიან დამოუკიდებლად.

 

7. მზად არიან შეცდომებისთვის

ისინი თვლიან, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან რა იქნება მომავალში არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯი.

 

8. სჯერათ საკუთარი თავის

ნამდვილმა ჩემპიონებმა იციან, რომ თუ თავად არ ირწმუნებენ საკუთარ ძალებს, ვერავინ შეძლებს და არავის აქვს საკმარისი შესაძლებლობა მისცეთ მოტივაცია იმისათვის, რომ არ დანებდნენ.

 

9. ყურადღებას აქცევენ დეტალებს

ისინი მცირე საქმეშიც კი მთელ გულს დებენ და ასე მიიწევენ დიდი მიზნისკენ. 

 

10. სწავლობენ თავიანთი შეცდომებისგან

ისინი თითოეული მცდელობიდან გამოცდილებას იღებენ და სჯერათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ დამარცხდნენ, არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. 

 

11. არიან შეპყრობილნი

მათ უყვართ თავიანთი საქმე და მზად არიან დასახული მიზნებისთვის არ დაიშურონ ძალები.

 

12. იციან, როგორ მართონ ტკივილი

გამარჯვებულებმა იციან, რომ ტკივილი დროებითია და თავს იგრძნობენ უკეთ, როდესაც აღმოჩნდებიან იქ, სადაც ყოველთვის სურდათ ყოფნა. 
 


businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?