10 წუთში ნაპოვნი მოტივაცია


იცოდით, რომ თითოეული წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა დრო, როცა ის საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულა? მსგავსი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ამ დროს საჭიროა, მოტივაცია არ დავკარგოთ.

ჩვენ წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ მინიმალურ დროში აიმაღლოთ მოტივაცია და მიჰყვეთ თქვენს მიზნებს.

 

1. ჩართეთ სხვადასხვა სამოტივაციო ვიდეოები

ხშირად მოუსმინეთ წარმატებული ადამიანების სამოტივაციო ვიდეო ჩანაწერებს. მაგალითად, სტივ ჯობსის ვიდეოების ყურება ისეთივე ენერგიით დაგმუხტავთ, როგორ როკ კონცერტების. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წარმატებული ადამიანები იწვევენ თქვენში აღფრთოვანებას, მთავარია დღეში 10 წუთი მაინც დაუთმოთ მათ.

 

2. მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს

თქვენი გონების მხნეობა დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ აქტივობაზე. ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა დაკავდეთ კრივით და მსგავსი სპორტული მიმდინარეობით. ხანდახან ისიც საკმარისია, რომ შეასრულოთ მინიმალური აქტივობები.

 

3. მოუსმინეთ მუსიკას

ალბათ, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში მუსიკას გამორჩეული ადგილი უკავია. კარგი იქნება ყოველდღიურად ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც ცხოვრების სტიმულს გაძლევთ და დიდი ენერგიით გმუხტავთ. აღმოაჩინეთ ასეთი მელოდიები და აქციეთ ისინი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად.

 

4. მიიღეთ ენერგია საყვარელი ადამიანებისგან

ყოველდღიური 10 წუთიანი სატელეფონო საუბარი თქვენს ახლობელ და ამავდროულად წარმატებულ ადამიანებთან, დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.

 

5. ჩამოწერეთ თქვენი გრანდიოზული მიზნების სია

განასხვავეთ თქვენი ყოველდღიური და ცხოვრებისეული მიზნები ერთმანეთისგან. ჩამოწერეთ თქვენი გრანდიოზული მიზნები ფურცელზე და განათავსეთ ისეთ ადგილას, რომ დღეში რამდენჯერმე მოგიწიოთ მათი დანახვა.

 

6. მოიპოვეთ სწრაფი გამარჯვებები

ჩამოწერეთ თქვენი შესასრულებელი პუნქტების სია და არ გადადოთ მათი შესრულება სხვა დროისთვის, რადგან სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი  მომენტი და ყველაფერი თქვენს ხელშია.

 

7. გაიხსენეთ წარსულის მიღწევები

არასდროს დაივიწყოთ  წარსულში მიღწეული წარმატებები. ისინი დაგეხმარებიან აიმაღლოთ მოტივაცია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

 

8. შექმენით წარმოსახვითი სურათი

მოიშველიეთ თქვენი ფანტაზია და შექმენით წარმოსახვითი სურათი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გსურდათ.

 

9. ,,შეინახეთ“ იდეები

ყოველდღიურმა პრობლემებმა შეიძლება მოგაფიქროთ ახალი იდეები, რომლებმაც სამომავლოდ შესაძლოა თქვენი წარმატება განაპირობონ. არ გაუშვათ ხელიდან ასეთი იდეები.

 

10. შეაფასეთ გარემო, როგორც საშუალება

გააკეთეთ გარემოს სრული ანალიზი. მიაქციეთ ყურადღება თქვენ ირგვლივ არსებულ სწრაფად განვითარებად ბიზნესებს. გქონდეთ უახლესი ინფორმაცია, გაიგეთ რა არის გამართლებული და რა არა.

 

გახსოვდეთ, რომ ,,როცა რაიმე გულით გსურთ, მთელი სამყარო გეხმარებათ მიზნის მიღწევაში.“

 

ხშირად თქვენს ოცნებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ, არ დაკარგოთ მოტივაცია, ნუ შეჩერდებით და იყავით შემდეგი, ვინც მიზნებს მიაღწია.

 


addicted2success.com

| გააზიარე
მოგწონთ?