პოზიტივი ფერებად


სამყაროში ყველაფერი აღქმადი, სულიერი და უსულო - ფერადია. სიტყვაში „ყველაფერი“ ფერი დომინირებს და ასახავს ამ სიტყვის მნიშვნელობას. ფერები გარკვეულ გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. 

არსებობს ცივი და თბილი ფერები. თბილი ფერები უფრო მეტად ენერგიასთან, ცივი კი სიმშვიდესა და თავდაჭერილობასთანაა დაკავშირებული.

თითოეულ ფერს საკუთარი კოდი აქვს და კონკრეტულ შეგრძნებებთან ასოცირდება. ყველა ფერს ინდივიდუალურად შეუძლია ადამიანში აღძრას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოცია, მისცეს მოტივაცია ან მოადუნოს, მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა.

 

●წითელი - ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს, ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას, არის აგრესიული, ენერგიული, პროვოკაციული, მარტივად ექცევა ყურადღების ცენტრში.

 

●იასამნისფერი - მისტიურ ფერად მიიჩნევა, გამოხატავს არისტოკრატიულობასა და ნოსტალგიურობას.

 

●ცისფერი - ცასა და ოკეანესთან ასოცირდება, სანდომიანობის და უსაფრთხოების შეგრძნებას იწვევს.

 

●ყვითელი - ყვითელი ასოცირდება მზესთან. მას იმედსა და ოპტიმიზმს უკავშირებენ, ახასიათებს: პოზიტიურობა, კრეატიულობა, მოტივაცია, სითბო და სიმსუბუქე.

 

●ყავისფერი - სიძლიერეს და სიმტკიცეს გამოხატავს თავისი დატვირთვით, მაგრამ ზოგიერთისთვის საშიში ფერია.

 

●შავი - ეს ფერი კლასიკადაა აღიარებული. ის თითქოს ყველას უყვარს, ყველა იხდენს, პრესტიჟთან და ღირებულებებთანაა დაკავშირებული.

 

●თეთრი - ასოცირდება სიწმინდესა და კეთილსინდისიერებასთან.

 

ყველა ფერი თვისობრიობით განსხვავებული და განსაკუთრებულია, არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მთავარია, რას ვირჩევთ ჩვენ!

 

მართალია სამოტივაციო ფერად ყვითელია მიჩნეული, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურ ხედვაზეა დამოკიდებული. ფერების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა ფერში დაინახოს მამოძრავებელი ძალა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ეს სწორიცაა, იცვლება დრო და დამოკიდებულებაც მასთან ერთად.

უფრო ხშირად დააკვირდით ფერებს, ეძებეთ თქვენი სიცოცხლის ფერი, რომელიც შთაგაგონებთ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. 

 

და მაინც, 

 

რომელი ფერია თქვენთვის მოტივაციის და პოზიტივის მთავარი წყარო? 

 

| გააზიარე
მოგწონთ?