იოცნებე, დაიჯერე, შექმენი - 16 ფრაზა მოტივაციისთვის


იოცნებე, დაიჯერე, შექმენი.

 

ბედნიერება, ჯანმრთელობა, დიდებული კარიერა, მიღწეული მიზნები - არის დაუღალავი შრომის შედეგი.

იმისათვის, რომ იყო წარმატებული, უნდა გამოიყენო ყოველი დღე, როგორც შესაძლებლობა, მიუახლოვდე შენს მიზნებს, გახდე უკეთესი. გადატვირთული გრაფიკი, უამრავი საქმე, რა თქმა უნდა, არ ჟღერს სახალისოდ, თუმცა დადებითი მხარე არის ის, რომ რაც უფრო მეტ საქმეს მიიყვან ბოლომდე, მით მეტის გაკეთების, უფრო დიდი მიზნების მიღწევის სურვილი გაგიჩნდება. რაც მეტად გწყურია წარმატება, მით მეტი ენერგია გაქვს მის მისაღწევად.

 

იყავი ამბიციური, გაითავისე ქვემოთ მოცემული ფრაზები და შექმენი შენი წარმატება!

 

•    შეზღუდვები მხოლოდ შენს წარმოსახვაშია.

•    აიძულე საკუთარი თავი იარო წინ, არავინ გააკეთებს ამას შენს ნაცვლად.

•    არ გადადო, გააკეთე ახლა.

•    დიდი საქმეები ვერ გაკეთდება კომფორტის ზონაში.

•    წარმატება თავისით არ მოდის, ის მიიღწევა.

•    რაც უფრო დიდი შრომა გაქვს ჩადებული, მით უფრო ტკბილია მიღწეული მიზანი.

•    იოცნებე მეტზე. გააკეთე მეტი.

•    ნუ შეჩერდები დაღლისას. შეჩერდი საქმის დასრულებისას.

•    გაიღვიძე მიზანდასახულმა. დაიძინე მიღწეულით კმაყოფილმა.

•    იცხოვრე დღეს ისე, რომ ხვალ საკუთარმა თავმა მადლობა გითხრას.

•    წვრილმანები გრანდიოზულ დღეებს ქმნიან.

•    რთული არ ნიშნავს შეუძლებელს.

•    ნუ დაელოდები ხელსაყრელ შემთხვევას, თავად შექმენი ის.

•    ზოგჯერ ცხოვრება გამოცდას გვიწყობს, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე.

•    წარმატების გასაღები მიზანზე კონცენტრირებაა და არა დაბრკოლებაზე.

•    იოცნებე, დაიჯერე, შექმენი!

 

success.com

თამთა დვალი

| გააზიარე
მოგწონთ?