მაღალი IQ კარგია, თუმცა არის კიდევ ერთი გზა წარმატების მისაღწევად


ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი არის ბუნებრივად დაჯილდოებული მაღალი ინტელექტის მაჩვენებლით. თუმცა ეს ასე არ არის! ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ეს შეხედულება მცდარია.

ფსიქოლოგი კაროლ დვექსი თავისი კარიერის განმავლობაში სწავლობდა და იკვლევდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი IQ-ს ქონა წარმატებული ადამიანისთვის. მისი კვლევებით დადგინდა, რომ საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესი გარანტია იმისთვის, რომ გახდე წარმატებული, ვიდრე გქონდეს მაღალი IQ. 

დვექსმა გამოყო ადამიანების ორი ძირითადი კატეგორია: ერთნი ვინც არიან მაღალი ინტელექტის და „უძრავი“ გონებრივი შესაძლებლობის და მეორენი, მზარდი განვითარებადი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანები. 

პირველი ტიპის შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ შენ ხარ ის, ვინც ხარ და არ შეგიძლია შეცვლა. ეს წარმოშობს პრობლემას მაშინ, როდესაც რაღაც საზღვრებს სცილდება ან კონტროლს ვეღარ ექვემდებარება. ასეთ დროს ადამიანის ეს ტიპი რჩება იმედგაცრუებული.

ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მზარდი გონებრივი შესაძლებლობები სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ არსებული ცოდნა. ისინი უკეთესად იღებენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ცდილობენ ისწავლონ რაიმე ახალი, ვიდრე ისინი, ვისაც განსაზღვრული ანუ ჩარჩოში მოქცეული გონებრივი შესაძლებლობა აქვთ. 

ცხოვრებაში გადამწყვეტი ფაქტორია, როგორ გააკონტროლებ ცვლილებებს. 

ისინი, ვინც მუდმივად ავითარებენ გონებას ხელგაშლილები ხვდებიან უკუსვლას ანუ მარცხი ხდება მიზანი გაუმჯობესების. დაცემის  დროს უნდა იპოვო ის, რასაც არასწორად აკეთებ და გამოასწორო. უამრავი წარმატებული ადამიანი არ იქნებოდა ის, ვინც დღეს არის, რომ დანებებულიყო პირველივე დამარცხებისას ან ეგრძნო თავი უმწეოდ. ასეთები არიან: უოლტ დისნეი, ჰენრი ფორდი, სტივენ სპილბერგი და ა.შ. წარმოიდგინე მათ რომ ჰქონოდათ ჩარჩოებში მოქცეული, ლიმიტირებული, სტანდარტული გონება, ისინი მარცხისას დაყრიდნენ ფარ-ხმალს და დაკარგავდნენ იმედს.

ადამიანებმა მზარდი გონებით იციან, რომ წარუმატებლობა და მარცხი არ უნდა გახდეს იმედის დაკარგვის მიზეზი, პირიქით, დაცემის შემდეგ ორმაგად უნდა დაიბრუნო დაკარგული უკან. ასევე ასეთი ადამიანები არიან მუდმივად მოქმედებაში. მათ ყოველთვის იციან, როდის არის საუკეთესო მომენტი მოქმედებისთვის ანუ წინსვლისთვის.

რას ელოდები შენ? იმოქმედე! დაივიწყე წუხილი, რომ რაღაც ისე არ გამოვიდა და კონცენტრირდი შენს მარცხზე, როგორ შემოატრიალო ის ისე, რომ პოზიტიური გახდეს. 

არ უნდა მოექცე ჩარჩოებში! წარმატებული ადამიანები დღეს აკეთებენ  იმაზე მეტს, ვიდრე გუშინ და ვიდრე აქვთ დაგეგმილი. 

ბრუს ლის ერთ-ერთი მოსწავლე ყოველ დღე დარბოდა სამ მილს. ერთ-ერთი ვარჯიშისას ბრუსმა უთხრა მას, რომ ერბინა კიდევ ორი მილი, დაღლილმა მოსწავლემ უარი უთხრა - „კიდევ, რომ ვირბინო ალბათ მოვკვდები“, ბრუსმა უბრძანა, რომ ეს გაეკეთებინა. მისი მოსწავლე მეტად ენერგიულად გრძნობდა თავს, როდესაც 2 მილით მეტი გაირბინა ვიდრე მხოლოდ 3 მილის გარბენის შემთხვევაში.

თუ შენ ყოველთვის დაუწესებ შენს თავს ზღვარს, ეს არ მოგცემს წინსვლის საშუალებას და მთელ ცხოვრებას გაატარებ ასეთ მდგომარეობაში. არ უნდა არსებობდეს საზღვრები, როდესაც საქმე შესაძლებლობებს ეხება. ადამიანი მუდმივად უნდა აუმჯობესებდეს არსებულ დონეს.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?