ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები


ჯონ როკფელერი ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი იყო. 1970 წელს მან დაარსა კომპანია standart oil-ი და მართავდა პენსიაზე გასვლამდე. სიცოცხლის მიწურულს მისი ქონება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა. მანვე დააარსა როკფელერის ფონდი და ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტები.

საინტერესოა როკფელერის რჩევები და სიმდიდრის წესები:

1.იცოდეთ ფულის დაზოგვა, იცოდეთ ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება იყიდოთ საქონელი იაფად და ბითუმად.

2.თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. ხოლო თუ საერთოდ არ გაქვთ, მაშინ დაუყოვნებლივ ბიზნესი უნდა დაიწყოთ.

3.ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე და ა.შ.), ეცადეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშაოთ რაც შეიძლება ბევრი. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით უფრო ცუდად იცხოვრებთ.

4.უდიდესი სიმდიდრისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა რეალური შემოსავალია! 

5.გახსოვდეთ, მხოლოდ ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისაკენ გიბიძგებთ. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა გამარჯვებულებთან და წარმატებულებთან.

6.ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი სიკვდილს მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.

7.დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო, არამედ სუფთა გულით. 

8.მეტი ურთიერთობა და პოზიტივი - დაიმახსოვრეთ, ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.

ყოველთვის გაეცანით მდიდარი და წარმატებული ადამიანების ცხოვრების წესებს და რჩევებს. იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები და არ გაჩერდეთ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

ოცნებების ასრულებას გისურვებთ!


 

| გააზიარე
მოგწონთ?