გადაეცით განწყობა


პოზიტივია, როდესაც დილით მაღვიძებს ჩიტების ''ჟღურტული'', როდესაც ყავას მივირთმევ მათი ,,ჟღურტულის’’ ფონზე. 
ვემზადები და მივდივარ სასწავლებელში ავტობუსით. ავტობუსში ამოდიან სკოლაში მიმავალი ბავშვები, გიღიმიან და თან გეპრანჭებიან, ერთმანეთში შენზე ჩურჩულებენ, შენ ამას გრძნობ ისინი ხომ ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ. რატომ? მოსწონთ შენი სამკაული ან მაკიაჟი...

მიდიხარ და დაინახავ გულისხმიერ მძღოლს, რომელიც ბევრისაგან განსხვავებით, შეანელებს ავტომობილს და გზას უთბობს ფეხით მოსიარულე ადამიანებს... ისინი კი თავის დახრით მადლობას უხდიან მძღოლს...უჰ! რა სასიამოვნოა... ეს ხომ პოზიტივია!

ავტობუსუდან ფეხით მიდიხარ უნივერსიტეტისკენ. ქუჩაში უამრავ წყვილს შეხვდები. წყვილი ერთმანეთს თვალებით ესაუბრება, ჩემს სახეზე კი ღიმილია, წარმოვიდგინე როგორი ვიქნები შეყვარებული და უცებ ვეთიშები რეალობას, სხვა სამყაროში ვხვდები. ამ დროს შედიხარ უნივერსიტეტში და შენი ღიმიალიანი სახით ვიღაცას გამოიწვევ თავისი ღიმილით.. და მერე რა სასიამოვნოა პოზიტიურ ადამიანად რომ გაღიარებენ...

რა თქმა უნდა ძნელია, რთულია, ყოველ დღეში დაინახო პოზიტივი, მაგრამ უნდა შეძლო! უნდა დაინახო! სასიამოვნოა მოისმინო შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან თუ რა პოზიტიური ხარ, ეს გაძლევს სტიმულს ყოველი დღე დაიწყო ღიმილით!   
 

ლანა ბურკაძე

| გააზიარე
მოგწონთ?