4 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს უფროსის


ზოგადად, რაც უფრო გვეშინია რაღაცის, უფრო დიდია იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი შეგვემთხვევა. თუ თქვენ უკვე განიცდით შიშსა და დისკომფორტს, როდესაც უფროსის ხმა გესმით,  დღეს შევეცდებით მოგიყვეთ თუ როგორ დავძლიოთ შიში საკუთარი უფროსის მიმართ. 

საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თითქოს მიეჩვივნენ კიდეც, რომ უფროსის აუცილებლად უნდა გეშინოდეს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია დავძლიოთ საკუთარი შიში, მაგრამ თავდაპირველად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ თუკი ვინმე თქვენზე მაღალ თანამდებობას იკავებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენზე უკეთესია, პირნათლად უნდა ვასრულებდეთ უფროსის მიერ დავალებულ დავალებებს, მაგრამ ერთამანეთში არ უნდა გვეშლებოდეს პატივისცემა და სუბორდინაცია, შიშსა და უსიტყვო დამორჩილებასთან.

ჩვენ ასე არ დაგვაწინაურებენ

თუკი თქვენ გეშინიათ თქვენი უფროსის, ის ამას აუცილებლად შეამჩნევს. როდესაც იგი შეამჩნევს, რომ თქვენ მზად ხართ მისი ნებსიმეირი დავალება უსიტყვოდ შეასრულოთ, უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ არ დაინახავს თქვენში ნამდვილ პროფესიონალს, უარეს შემთხვევაში კი თქვენი სახით დაიანხავს მსხვერპლს. აგრესიული და ემოციურად არამაყრი ადამიანები, როგორ წესი, საკუთარ ბრაზს ყოველთვის იმ ადამიანებზე იყრიან, ვისაც მათი ყველაზე მეტად ეშინია. ამიტომ თუკი გგონიათ, რომ თქვენი მორჩილებით უფროსის ნდობას მოიპოვებთ პირიქით ამით თქვენ მას უარეს პროვოცირებას უკეთებთ. თქვენი ასეთი საქციელი არ მოეწონება არამარტო ავტორიტეტულ უფროს, არამედ დემოკრატსაც. იგი უბრალოდ ვერ დაინახავს თქვენში არსებულ პოტენციალს. დამტკიცებული ფაქტია, რომ კომპანიებში სადაც უსიტყვო მორჩილება პრიორიტეტულია დეგრადირებისთვისაა განწირული. ნებისმიერი ლიდერი ამას ნათლად აცნობიერებს.

როგორც წესი უფროსი უფრო მეტ შენიშვნას იმეტებს თავისი თანამშრომელბისთვის, მათი მიღწევებსა და გამარჯვებებს კი ყოველთვის ჩრდილის ქვეშ ტოვებს. ამ ყველაფერს მოჰყვება თანამშრომლის თავდაჯერებულობისა და მოტივაციის დაქვეითება. კარიერული ზრდა შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე ერთი მიზებისკენ ისწრაფვის საერთო ძალებითა და შემართებით.
დაიმახსოვრეთ, აწინაურებენ მხოლოდ მათ, ვისაც გააჩნია ლიდერის თვისებები და არა მშიშრებს.

შიშს მივყავართ შეცდომებისკენ

უმეტესად უფროსის მიმართ წარმოქმნილი შიში ხელს გვიშლის დავუსვათ მას მნიშვნელოვანი შეკითხვები. ,,როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს პირველ სამსახურში მოვეწყვე, ძალიან მეშინოდა ჩემი უფროსის’’ ჰყვება ერთ-ერთი კომპანიის ივენთ-მენეჯერი. ,, იგი იყო ძალიან ცვალებადი ხასიათის ქალბატონი და ზოგადად ძალიან მკაცრი შეხედულების. იმისდა მიუხედავად, რომ მე არ გამაჩნდა არანაირი გამოციდლება მაინც ძალიან მეშინოდა მისთვის ზედმეტი კითხვები დამესვა, რათა ზედმეტად არ გამომეწვია მისი გაღიზიანება ჩემ მიმართ. ამიტომ მე გადავწყვიტე საჭირო რჩევებისთვის სხვა ჯგუფების ხელმძღვანელებისათვის მიმემართა. ასეც მოვიქეცი და როდესაც ეს ჩემმა უფროსმა გაიგო ნამდვილი სკანდალი გამიმართა მისი აზრით ამ საქციელით მე ის მის კოლეგებთან შევარცხვინე’’.

უნდა ვაცნობიერებდეთ იმ ფაქტს, რომ საჭირო კითხვების არ დასმის შემთხვევაში ჩვენ სერიოზული ზიანი შეგვიძლია მივაყენოთ არმარტო საკუთარ თავს, არამედ მთელ კომპანიას.
იგივეს თქმა შეიძლება, თქვენს იდეებზეც. იმის შიშით, რომ თქვენი იდეა არავის მოეწონება ხელიდან უშვებთ შანსს შექმნათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული. ეს ყველაფერი ქმნის ჩაკეტილ წრეს, როდესაც შიშის გამო თქვენ ხელიდან უშვებთ შანსს და ამის გამო, ისევ იქიდან გიწევთ დაწყება, საიდანაც სულ თავიდან დაიწყეთ.

თქვენ პატივს აღარ გცემენ

თქვენი გადამეტებული შიშის გამო შესაძლოა პატივი აღარ გცენ საკუთარმა კოლეგებმაც კი.
,,ჩვენი განყოფილების უფროსი გამოირჩევა მკაცრი ხასიათით’’ ამბობს ერთ-ერთი იურისტი ევგენი ,,მუშაობის პროცესში რამე თუ არ მოეწონა ძალიან მკაცრია. ხშირად ჩხუბობს კიდეც, სამაგიეროდ ბრაზი ძალიან სწრაფად გადასდის და თუ მართალი არ არის ყოველთვის ბოდიშსაც იხდის. მე უკვე დიდი ხანია მივხვდი როგორ უნდა იმუშავო მასთან, ყველაფერი პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე უნდა ვუთხრა.

შიში ცუდია ჯანმრთელობისთვის

არ დაგავიწყდეთ, რომ შიში და სტრესი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ასეთი ქცევით ეს შიში ადრე თუ გვიან აუცილებლად გამართლდება. უფროსის მიმართ წარმოქმნილი შიში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ თქვენ აქამდე იდეალურად მუშაობდით და იყავით ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი, დაუშვით რაღაც მნიშვნელოვანი შეცდომა და ახლა გიჭირთ ამ ყველაფრის აღიარება, რათა თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს.

თამამად ჰკითხეთ უფროსს რაც გაწუხებთ. ჯობია პრობლემა ძირშივე აღმოფხვრათ, ასე თქვენი და თქვენი უფროსის ურთიერთობაც არ დაზარლდება.


ბექა ჯანელიძე
წყარო: http://psyfactor.org
 

| გააზიარე
მოგწონთ?