6 აპლიკაცია, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას


ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. თანამედროვე სამყაროში უამრავი შესაძლებლობა არსებობს, რომლებმაც წესით ცხოვრება უნდა გაგვიმარტივოს, თუმცა ზოგჯერ ადამიანები ინფორმაციის ნაკლებობის, მოუცლელობის თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ამ სიკეთეებით სარგებლობას. ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონება ტელეფონია, რომელიც იმდენად საჭირო და აუცილებელი გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ადამიანთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

 

გთავაზობთ რამდენიმე მობილურ აპლიკაციას, რომელიც გაგიმარტივებთ და გაგიმრავალფეროვნებთ ცხოვრებას.

 

1.ალბათ თოთოეულ ჩვენგანს გვქონია მომენტი, როცა ტელეფონი ვერ გვიპოვნია, მითუმეტეს თუ ხმა გამორთულია და სადღაც დავდეთ, შემდეგ კი ვეღარ ვიხსენებთ სად. ალბათ, ხშირად შევშინებულვართ კიდეც, რომ სადღაც დავკარგეთ, ჯიბიდან ამოგვივარდა და ა.შ. 

პანიკას და მსგავს შემთხვევებს ბოლო მოეღება თუ თქვენს სმარტფონებში გადმოწერთ აპლიკაციას “clap”. „დაკარგული“ ტელეფონის საპოვნელად საკმარისია შემოკრათ ტაში, ტელეფონზე მაშინვე გააქტიურდება ხმოვანი სიგნალი და თქვენ შეძლებთ იპოვოთ ის მარტივად. ამასთან აპლიკაციას არ სჭირდება ბატარეის დიდი ენერგია.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - Clap

 

2.”Soundhound”- აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ სიმღერა, რომელსაც ეძებთ. საკმარისია დააჭიროთ ნარინჯისფერ ღილაკს, აპლიკაციას მოასმენინოთ მელოდია, ან თუნდაც წაიმღეროთ, იგი მოძებნის სასურველ მუსიკალურ ნაწარმოებს და თქვენ გეცოდინებათ ვინ მღერის მას და ამ სიმღერის რამდენი შესრულებული ვარიანტი არსებობს.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - Soundhound

გადმოსაწერი ლინკი (iOS) - Soundhound

 

3.”MyScriptCalculator”-აპლიკაცია კალკულატორი, რომელიც შეგისრულებთ ნებისმიერ მათემატიკურ ოპერაციას, ამასთან აპლიკაციაში შესაძლებელია წეროთ ხელით.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - MyScriptCalculator

გადმოსაწერი ლინკი (iOS) - MyScriptCalculator

 

4.”Layout”- ამ აპლიკაციას წარმოგვიდგენს ინსტაგრამი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მხიარული ფოტო კოლაჟი, გააფორმოთ ფოტოები სასურველი წარწერით, შეუცვალოთ ფერები და ა.შ. უსაზღვრო თავისუფლება კრეატივში შესაძლებლობას გაძლევთ გაუზიაროთ მეგობრებს თქვენი საინტერესო თავგადასავლები ფოტოებით.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - Layout

გადმოსაწერი ლინკი (iOS) - Layout

 

5.”RescueTime”-ჩვენ ყველანი ძალიან დიდ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელებში. ნამდვილად რთულია ამ ცდუნებისთვის  წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ეს აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს გვაჩვენოს სწორედ ის სიახლეები, რაც ჩვენს ინტერესს იწვევს ხშირ შემთხვევებში. ასევე გახსენებთ დროს, რამდენი ხანია ხართ სოციალურ ქსელში, რომ თქვენი დრო უსარგებლოდ არ დაიკარგოს.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - RescueTime

 

6.”Cool Reader”- არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და კარგი აპლიკაცია კითხვის მოყვარულთათვის. Cool Reader-ს აქვს მთელი რიგი ფორმატის ტექსტების მხარდაჭერა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსახერხებელი სარჩევი, სათაურები და ტექსტის ძებნის სხვადასხვა პარამეტრები.


გადმოსაწერი ლინკი (Android) - Cool Reader

 

| გააზიარე
მოგწონთ?