როგორ მივხვდეთ გვიყვარს თუ არა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ


ალბათ ყველას გაგიგიათ გამონათქვამი: ,,იპოვე ის საქმე, რაც გიყვარს და შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა’’  ერთი შეხედვით მარტივი გამონათქვამია, რომლის ჭეშმარიტებასაც ბევრი დაეთანხმება. სინამდვილეში, მაინც ბევრი გაურკვევლობა და პრობლემა არსებობს ამ თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს.

ადამიანები სამსახურის ძიებას რამდენიმე მიზეზით იწყებენ. ესაა ფინანსური სარგებელი, თვითრეალიზაციის სურვილი, ახალი ურთიერთობები, სტაბილურობის შეგრძნება და სხვა. თუმცა მთავარი მაინც ისაა: რომელი მათგანია ჩვენთვის პრიორიტეტული?

თუ თქვენ ეხლა ეძებთ სამსახურს, აუცილებლად იპოვეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ, ხოლო თუ უკვე გაქვთ სამსახური, რომელიც არ მოგწონთ, დამიჯერეთ, არასდროს არის გვიანი, მთავარია აღიაროთ სიმართლე საკუთარ თავთან.
როგორ მივხვდეთ გვიყვარს თუ არა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ?
 

  • თუ თქვენ სულ საქმეზე ფიქრობთ და ძალიან გიჭირთ გაჩერება, ესე იგი ძალიან გიყვართ ის, რასაც აკეთებთ.
  • უფასოდაც გააკეთებდით იმავეს - ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რა უფრო მნიშვნელოვანია სამსახურის არჩევისას, მაღალი ანაზღაურება თუ სიამოვნება, რომელსაც მუშაობისას იღებ. რომელიც არ უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი, დაგვიჯერეთ, რომ თუ თქვენ მთავარი მოტივაცია კარგი შედეგები არ არის და ამისგან კმაყოფილების შეგრძნება არ გეუფლებათ, თქვენ ნამდვილად არ გიყვართ საქმე, რომელსაც ემსახურებით.
  • შეგიძლიათ გაუჩერებლად ილაპარაკოთ თქვენს საქმიანობაზე - დიახ, ეს მარტივია. როდესაც ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური და ყოველდღიურობა, მუდვივად გვიჩნდება სურვილი სხვებსაც გავუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები და მოვუყვეთ ყველაფერზე, რისი კეთებაც გვიწევს.
  • ყოველი დღე მრავალფეროვანი გვეჩვენებათ როდესაც მუდმივად საქმეში ხართ ჩართული და ეს პროცესი მოგწონთ, არ არსებობს თქვენთვის არანაირი რუტინა. ალბათ დამეთანხმებით, რომ საშინელი გრძნობაა, როდესაც დროს ითვლი სამუშაო დღის დასრულებამდე. საყვარელი საქმის კეთება კი ამ პრობლემას ნამდვილად აგაცილებთ თავიდან.


თუ ამ ყველაფრის დახმარებით აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ზუსტად იმით ხართ დაკავებული, რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ, გილოცავთ! თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დიდი წარმატების მიღწევა თქვენივე ბედნიერების ფონზე, ხოლო ვინც თვლით, რომ ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ საყვარელი სამსახური, შეგახსენებთ ამ მშვენიერ  სიტყვებს: ''იპოვეთ ის, რაც გიყვართ. სამუშაო თქვენი ცხოვრების დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ სავსებით დაკმაყოფილდეთ, არის ის, რომ აკეთოთ, რაც დიდ საქმედ მიგაჩნიათ. დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზა კი ისაა, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ასეთი რამ, განაგრძეთ ძებნა და არ მოდუნდეთ. ხოლო როცა მას იპოვით, აუცილებლად მთელი გულით შეიგრძნობთ.”


მარიამ ბეთხოშვილი

 

| გააზიარე
მოგწონთ?