ზოგჯერ თქვენ ცდებით თქვენს სამსახურთან მიმართებაში!


ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა თავისი სამსახურით. მათ რომ ჰკითხოთ გეტყვიან, რომ მოსაბეზრებელ და უინტერესო საქმეს აკეთებენ, სამუშაო გარემოც მოსაწყენია და უფროსზე ხომ აღარაა საჭირო საუბარი, მოკლედ დროებით მუშობენ და ერთი სული აქვთ, როდის დატოვებენ სამსახურს!

ხანდახან ასეთი შეხედულება სამსახურისადმი სწორხაზოვანი მიდგომებით გიყალიბდებათ, არადა ყველაფერი შეიძლება მარტივად იყოს, უბრალოდ თქვენ მას უნდა შეხედოთ სხვა გადმოსახედიდან და დაფიქრდეთ იმ ფასეულობებზე, რომელსაც იგი გთავაზობთ.

თქვენ თუ აღმოაჩენთ შემდეგი სახის კავშირებს თქვენსა და სამსახურს შორის, ესე იგი შესაფერის ადგილას იმყოფებით!

 

●თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, ყოველთვის ბევრ საქმეს აკეთებთ და თანაც ასწრებთ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვერც კი ამჩნევთ, როგორ სწრაფად გადის დრო. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ საქმეში, ესე იგი საჭირო თანამშრომელიც ხართ.

●სამსახურში თქვენ გიზიდავთ ახალი გამოწვევები, საქმისადმი რისკი, ტოვებთ კომფორტის ზონას და ისწრაფვით სირთულეებისკენ.

●თქვენი ხელმძღვანელი არც ისე აქტიურია, მაგრამ ყოველთვის აძლევს შანსს თანამშრომლებს შეცდომების გამოსასწორებლად, უფროსმა იცის როდის უნდა დაეხმაროს მათ.

●სამსახურში თანამშრომლები თქვენზე არიან დამოკიდებულნი, ცდილობთ მათ დახმარებას, მოგწონთ ისინი და თქვენი ურთიერთობა სამსახურის მერეც გრძელდება.

●ბევრი ადამიანი დასვენების დღეებშიც თავს კარგად არ გრძნობს სამსახურიდან გამოყოლილი პრობლემების გამო, შესაბამისად არ მოსწონთ სამუშაო კვირის დასაწყისი, ორშაბათი დღის მოახლოვება. თუ თქვენ, პირიქით, დასვენების დღეებში თავს კარგად გრძნობთ და გიხარიათ ახალი სამუშაო კვირის დასაწყისი, ესე იგი სწორი სამსახური შეგირჩევიათ.

●ორშაბათს დილიდანვე თქვენი დადებითი განწყობით „აწუხებთ“ თანამშრომლებს,  აქტიურად ამყარებთ მათთან კონტაქტს. ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ ხართ ბედნიერი სამსახურში ყოფნით.

●ცდილობთ, რომ ბევრი ილაპარაკოთ სამსახურის შესახებ, ყვებით იქ მომხდარ სასიამოვნო ამბებს, ყოველთვის გაქვთ სურვილი სხვებს გაუზიაროთ კომპანიიდან გამოყოლილი დადებითი ემოცია და ეს ყველაფერი პოზიტიურ განწყობაზე გაყენებთ.

●თქვენთვის საინტერესო კომპანიაში დასაქმება გამოიხატება იმით, რომ ვერ გაიხსენებთ მომაბეზრებელ, რუტინულ საქმეს, პირიქით, ყოველი განხორციელებული დავალება დადებითად გახსენდებათ და დიდი სიამოვნებით შეასრულებდით თავიდან.

●რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურება მნიშვნელოვანია სამსახურში, მაგრამ თქვენ მარტო მასზე არ ფიქრობთ. თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სხვა კომპონენტებიც, რომელიც სამსახურთან გაკავშირებთ.

●თუ სამსახურში თქვენი უფროსის მიმართ გიჩნდებათ „პროფესიული შური“ და გინდათ მის ადგილას აღმოჩნდეთ, ეს არ არის ცუდის ნიშანი, პირიქით, თქვენ გამოძრავებთ ამბიცია, რაც, რა თქმა უნდა, კარგია თქვენი კარიერული წინსვლისთვის, ესე იგი კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევა გელოდებათ სამსახურში.

 

მოყვანილი ფაქტებით თქვენ სწორი შეხედულება ჩამოგიყალიბდებათ სამსახურისადმი და დაინახავთ მასში პოზიტივსა და თქვენთვის საჭირო ღირებულებებს.

| გააზიარე
მოგწონთ?