იყავი ერთადერთი ანუ მხოლოდ შენ


შეგიძლია გაიხსენო შენი ცხოვრებიდან მომენტი, როდესაც იყავი წარმოუდგენლად თავდაჯერებული?-დრო,  როდესაც თავს გრძნობდი შეუჩერებლად, დაუმარცხებლად? და რა იქნებოდა თუ სულ ამ გრძნობით იცხოვრებდი ? როგორ გავლენას მოახდენდა შენს კარიერაზე? პირად ცხოვრებაზე? შენს ჯანმრთელობაზე? ... 

ბავშვობაში ხშირად ხდება, რომ რაღაც არ გამოგვდის , შემდეგ მასწავლებელი გაგიკეთებთ ცუდ შეფასებას ან მშობელი ან მეგობარი გეტყვით, რომ ეს არ არის თქვენი საქმე და ეს ერთი წარუმატებლობაც კი სამუდამო კვალს ტოვებს თქვენს გონებაში.  ახლა, რადგან, ამ სტატიას კითხულობ, ვფიქრობ , გადაწყვიტე აიმაღლო თვითშეფასება და წარუმატებლობა წარსულში დატოვო. ასე რომ  გაქვთ კითხვა როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები ?

  • როგორ ფიქრობ, რა არის ისეთი საქმე რაც არ გამოგდის, რაშიც გაკლია თავდაჯერებულობა? ჩამოწერე ის თვისებები რაც ამ საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებოდა და მიყევი გეგმას.
  • იმისთვის რომ აივსო მეტი დადებით ენერგიით, გაიხსენე ცხოვრების მონაკვეთი, რომელიც 100 % -ით კარგად შეასრულე და დატკბი ამ გრძნობით
  • იყავი ერთადერთი - ჩამოწერე თვისებები, რომლებიც გამოგარჩევს მხოლოდ შენ.
  • დაიმახსოვრე რომ ხარ გონიერი- შეიძლება არ იყო 100%-ით მაგარი ხელოვნებაში ან თუნდაც ფინანსებში მაგრამ კულინარიაში იყო შეუდარებელი. დააფასე შენი ძლიერი მხარე და იზრუნე სხვა სფეროების განვითარებაზეც.
  • არასდროს არ შეადარო თავი სხვას- თუ გინდა ვინმეს შეეჯიბრო ეს მხოლოდ შენი თავია ვისთანაც კონკურენცია ღირს.
  • გაატარე დრო ადამიანებთან რომლებიც გაფასებენ და ხედავენ შენში კარგ თვისებებს- მათი მხარდაჭერა დადებითად იმოქმედებს შენს თავდაჯერებულობაზე.
  • Just Do It - როდესაც ნაიკი 80-იან წლებში გამოჩნდა ამ სლოგანით ,ზუსტად ჰქონდა დასახული გეგმა და იცოდა რომ მიზნამდე მიიყვანდა. ამიტომ, როდესაც გეშინია ნაბიჯის გადადგმა, კარგავ თავდაჯერებულობას , ღრმად ჩაისუნთქე და მიენდე შენს გონებას. ადამიანის  შესაძლებლობები უსაზღროა და აუცილებლად მიგიყვანს მიზნამდე.

იყავი თავდაჯერებული , გახსოვდეს რომ შენ ეს დაიმსახურე.


სტატია ნათარგმნია საიტიდან verywellmind.com

| გააზიარე
მოგწონთ?