სტივენ სპილბერგი - კინემატოგრაფიის ბილ გეითსი


დიდი ხანია არსებობს გამოთქმა: ,,ფილმის გადაღება ყველას შეუძლია, მაგრამ მისგან შედევრს ქმნის სპილბერგი“. ბევრი ცნობილი მსახიობი მასთან მუშაობაზე ისე თანხმდება ჰონორარს არც კითხულობს, რადგან მხოლოდ სპილბერგის ,,დამსახურებით“ დაიყო მსახიობები ორ ბანაკად, ისინი ვინც მასთან მუშაობდნენ და ისინი ვისაც მასთან მუშაობის ოცნება აქვთ.

სტივენ სპილბერგი - გამოჩენილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ერთ სახეში. პიროვნება ვისაც უწოდებენ ,,კინემატოგრაფიის ბილ-გეითსს“ და  ვისი ფილმებიც ორ ათეულ წელზე მეტია გუგუნებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფანტასტიური რეჟისორი ინდივიდუალური მიდგომებით.

ადამიანი, რომელმაც გადაღების განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენებით შექმნა კინოს მთელი მეცნიერება. იგი გახლავთ ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეჟისორი, მისმა საუკეთესო ოცმა ფილმმა კინო გაქირავებაში 8.4 მილიარდი დოლარი დააგროვა.
 


ცნობილი რეჟისორის ცხოვრება ერთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს ,,ისწავლეთ როგორ აისრულოთ ოცნებები“ და კითხვაზე, თუ როგორ შეძლო მან ეს პასუხი ასეთია -  ,,მე ეს მინდოდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად“!

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს უკვე გამოჩენილი რეჟისორი, ორჯერ ცდილობდა კინოსკოლაში მოხვედრას, მაგრამ ორჯერვე უარყვეს მიზეზით - ,,ძალიან უნიჭო“.  ეს დაბრკოლება გადამწყვეტი არ აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. შემთხვევით, თუმცა სწორად შერჩეულმა საჩუქარმა კი ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაზე. პატარა სტივენს აჩუქეს 8 მმ-იანი პორტალური კინოკამერა, რომლითაც ისე მოეწონა გადაღება, რომ მალე ,,ადამიანი-კინოკამერა„ შეარქვეს.

კარიერის დასაწყისში ის ჯიუტად იღებდა საკუთარი 8 მმ-იანი კამერით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, სადაც მსახიობებად ოჯახის წევრები მამა, დედა და დები ყავდა. 12 წლისამ  პირველად  მიიღო მონაწილეობა მოზარდ-მოყვარულთა კონკურში და პირველად ცხოვრებაში მან გაიმარჯვა.

სპილბერგი, რომელსაც ხშირად ,,ჰოლივუდის მუდამბიჭუნას” უწოდებენ, დაბერებას არ აპირებს. არ აპირებს, რადგან მას დიდებული პროდიუსერული ყნოსვა, რეჟისორული ტალანტი, ცხოვრების ინტერესი და სურვილი გააოცოს მაყურებელი ჯერ არ დაუკარგავს.

ურიცხვი მაყურებელი კი მადლობელია მისი უსაზღვრო ფანტაზიის, შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსი და მოლოდინით ელის ამერიკელი კინოს ყველაზე წარმატებული რეჟისორის ახალი შედევრებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?